• რეკლამა
  • კონტაქტი
15:56, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ გვზაფრავთ, ხალხო?! რა უბედურებაა ეს!”

ალია ავტორი - ალია
12:01 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მოკლედ, ქართული მედია აშკარა კრიზისშია, დღე არ გავა, არ დადონ ინფორმაცია ადამიანის გარდაცვალების შესახებ! არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ცნობილია, საზოგადო მოღვაწეა, ან რამე განსაკუთრებული მოხდა მის თავს და ამიტომ გარდაიცვალა! არა, აქ მთავარია, რომ გარდაიცვალა! რატომ გვზაფრავთ, ხალხო, რა უბედურებაა ეს!? არავინ იბადება ამ ქვეყანაში, ყველა კვდება ნუთუ?! მაშინ რატომ არ დებთ იმას, ვინ და როდის დაიბადა?! შეიძლება, ყველგან და ყოველთვის სიკვდილს აჩვენებდეთ, დიახ, ადამიანები მსოფლიოში ყოველ წუთას კვდებიან, დიახ, ყოველ წუთას, საქართველოში ალბათ ცოტა უფრო მეტი დროის მონაკვეთში, მაგრამ სიკვდილი არსებობს და არ არის ამის ყოველ წუთას შეხსენება საჭირო ამ ისედაც დანევროზებული, დაფსიქოზებული საზოგადოებისთვის. ერთი თვეა უცხოეთში ვარ და საშინელებების გარდა არაფერს ვკითხულობ ჩემი ქვეყნის გარშემო! გავიხედავ გვერდით, ჩემი უცხოელი მეგობრების გვერდებზე ხან კოსმოსში ახალ მიღწევებზე, ხან მარსზე, დნმ-ზე, ახალი მანქანის მოდელებზე, მოდის მიღწევებზეა გაშლილი სიახლეები! ჩვენთან კიდე ლამის ყველა ავტოავარია, ყველა უბედურება, ბუნებრივი თუ შემთხვევით მომხდარი სიკვდილი გააშუქონ! პანაშვიდი, გასვენება, შემოსვენება, კუბო, მგლოვიარე სახეები, მოთქმა – ამ კადრების ჩვენება, სააშკარაოზე გამოტანა უკვე ტრენდად იქცა, არადა, გლოვა, მწუხარება ჩემი აზრით, ძალიან პრივატული ამბავია, არა მგონია, მას ასე სააშკარაოზე გამოტანა უხდებოდეს! ზოგჯერ მგონია, მალე ჟურნალისტები პირდაპირ მორგს შეუერთებენ ამ ქვეყანას და საზოგადოებას! ეს იმიტომ ხდება, რომ ამისთანა ინფორმაციებზე მოთხოვნა არსებობს საზოგადოებაში, ჩვენი ხალხიც ამას მისჩიჩინებია, სულ ამას კითხულობს და აზიარებს! ამ ჩემთვის უხერხული პოსტის დაწერა მორიგმა „ნიუსმა“ გადამაწყვეტინა, როცა წავიკითხე, რომ „კიდევ ორი ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილა“, მეგონა, რაღაც მიზანმიმართული მკვლელობა მოხდა, გავხსენი და გავიგე, რომ ორივე ცხონებული ავადმყოფობით გარდაცვლილა, ამას უკვე სიკვდილით ვაჭრობა ჰქვია და ეს ქართული ჟურნალისტიკის ფსკერია! გასაგებად ვამბობ, არ არის საუბარი ახლობლის და მეგობრის გარდაცვალებაზე (ყველას ღმერთმა გვაშოროს), ლაპარაკია სიკვდილის ჟურნალისტიკაზე, მე პირადად ყველა იმ გამოცემასთან ვაუქმებ ხელმოწერას, ვინც ასეთ რამეებს კადრულობს, ყველას იმავეს მოგიწოდებთ! თუ გინდათ, ოდესმე საზოგადოებად ვიქცეთ!“ – წერს კალანდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved