• რეკლამა
  • კონტაქტი
10:09, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკული მოდელის პოლიცია და ხელფასების 500 ლარით ზრდა 2021 წლიდან – გიორგი ვაშაძისა და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის პოლიციის ახალი რეფორმა

ალია ავტორი - ალია
20:15 09-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

დღეს, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს ქართული პოლიციის რეფომის გეგმა წარუდგინა და არჩევნების შემდგომი ნაბიჯები გააცნო. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მოძრაობის წინასაარჩვენო პროგრამაში პოლიციის სისტემის ძირეულ ცვლილებებს ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უკავია. გიორგი ვაშაძემ განცხადებით, რეფორმა ამერიკული მოდელის დეპოლიტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბებას, რაიონული საპატრულო პოლიციის უფროსების არჩევითობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საგამოძიებო ბიუროს შექმნასა ითვალისიწნებს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობას შეეხო და საკმაოდ, მძიმე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან ღრმა პრობლემაზე, რომლის წინაშეც დავდექით. ყოველდღიურად ქვეყანაში მკვლელობა, ძარცვა , ყაჩაღობა, ქურდობა, სხვადასხვა ტიპის დანაშაული მატალობს. დღეს ქვეყანაში მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობს, რაც სამწუხაროა!. ეშინიათ გვიან ღამით ქუჩაში გასვლის , მომრავლდა ავტომობილებზე გაძარცვის მიზნით თავდასხმის ფაქტები, იმატა სახლების ძარცვამ, რაც ყველაზე მთავარია ეს ყველაფერი  არ არის გამოძიებული და დამნაშავე დაჭერილი, სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის მონაცემებით კრიმინალის რაოდენობა 35 000 აღწევდა, დღეს ეს მონაცემი თითქმის გაორმაგებულია და 64 000-მდეა გაზრდილი. ამ ფონზე კი, გახსნის მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდი შედეგია, საპირისპიროდ – 60%-დან 35%-მდე შემცირდა,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს და კატასტროფულს უწოდებს და პოლიციის უმოქმედებაზე საუბრობს.

„დღეს, პოლიცია გადასულია მხოლოდ  პოლიტიკური დავალებების  შესრულებაზე, მათ რეალურად არ აქვთ თავისუფალი დრო იმისთვის, რომ კრიმინალი დაიჭირონ და პასუხი აგებინონ, მაგრამ თუ ისინი დააკავებენ დამანშავეს, მათ ვიღაც ურეკავს, ეუბნება, ავალებს რომ გაათავისუფლოს. რატომ? სამწუხაროდ, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება თანამშრომლობს კრიმინალრბთან” – აღნიშნავს ვაშაძე და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც მიანიშნებს.

„კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სახელფასო უზრუნველყოფის კუთხით . მაგალითად, პოლიციელის, კერძოდ, პატრულ-ინსპექტორის  საშუალო ხელფასი 2014 წელს, თუ იყო 484 დოლარი, ახლა გაუფასურებული ლარის ფონზე 374 დოლარს არ აღემატება, ფაქტობრივად მათი ანაზღაურება 110 დოლარითაა შემცირებული, მაშინ როდესაც ფასები პროდუქტებზე გაიზარდა 40%-ით, წამალზე გაძვირდა 70%-ით,. დღეს ისინი გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე აღმჩნდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან კონკრეტულ, ორ პუნქტიან გეგმას . პირველი ეს არის ამერიკული ტიპის დეპოლოტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბება, რაც საპატრულო პოლიციის დეცენტრალიზაციას და რაიონის დონეზე პატრულის ინსპექტორების, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის არჩევითობას ითვალისწინებს. და მეორე ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს შექმნას გულისხმობს , როგორც ეს არის FBI ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს არაპოლიციური სისტემიდან დანიშნული. აღნიშნული რეფორმა, ფაქტობრივად შექმნის ისეთ გარემოს, რომელშიც იქნება აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული  სისტემა და რაც მთავარია მინიმუმ 500 ლარით გაზრდილი ხელფასები. პოლიციელს უნდა გააჩნდეს მოტივაცია, რომ მან იზრუნოს ხალხის უსაფრთხოებაზე, პოლიციელს არ უნდა უწევდეს ერთი დღე პატრულში მუშაობა და მეორე დღეს ტაქსაობა, იმისთვის რომ ელემენტარულად შემოსავალი მიიტანოს ოჯახში, პოლიციელს არ უნდა უწევდეს სარჩოზე სხვაგან სირბილი  და ის შესაბამისი ხელფასით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მან შეძლოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, იმიტომ რომ, ის ებრძვის კრიმინალს საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავს ჩვენს უსაფრთხოებას,” – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved