• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გთავაზობთ გზას როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაიაფოთ კრედიტები, მივაქციოთ ყურადღება დევნილებს და ვეტერანებს სწორედ ამიტომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
20:33 08-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, სამოქმედო გეგმები გააცნო და მთავრობაში მოსვლის მთავარ  მიზნებზე ესაუბრა.

„აღმშენებლობის სტრატეგიაზე ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, მასში დეტალურად გაწერილია, თუ  რა უნდა გავაკეთოთ ქალაქებში, რეგიონებსა და სოფელში, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გავაიაფოთ კრედიტები, როგორ უნდა გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ ვეტერანები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ არავის ახსოვს, როგორ დავეხმაროთ იძულებით გადადგილებულ  თანამოქალაქეებს, როგორ შევუქმნათ მათ ღირსეული ცხოვრების პირობები და როგორ მივაღწიოთ მათი საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი  დაბრუნება. ნუთუ არ დაიმსახურეს ამ ადამიანებმა  8 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მათზე ეზრუნა, ნუთუ არ შეიძლებოდა მოეკლოთ საკუთარი კომფორტისთვის გაწეული სახელმწიფო ხარჯები და მათ დახმარებოდნენ. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში გყავს ადამიანების ერთობლიობა, არ აწუხებთ ხალხის ბედი და რომლებიც მოწყვეტილნი არიან მთლიანად საზოგადოებრივ პრობლემებსა და ქვეყნის რეალობას, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მათ ერთადერთი, რაც აინტერესებთ არის უფრო მეტი სიმდიდრის დაგროვება კრიმინალებთან თანამშრომლობის ხარჯზე.

სწორედ  ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ, ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ. ესაა სწორედ, სტრატეგია აღმაშენებელის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა – ერთიანი ძლიერი საქართველო,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ქვეყნის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 900 წლის წინ სწორედ სამეგრელოში, უფრო სწორედ, ჭყონდიდში დღევანდელ მარტვილში დაისახა საქართველოს აღმშენებლობის იდეა, დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა შექმნა იმდროინდელი აღმშენებლობის სტრატეგია საკუთარ მასწავლებელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად:

„900 წლის წინ, როცა მოქმედებაში მოვიდა აღმშენებლობის სტრატეგია არავის სჯეროდა, რომ საქართველო იმ უკიდეგანო ქაოსს დაამარცხებდა, რაც მაშინ ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს, ეს პერიოდი დღემდე „ოქროს ხანად“ მოიხსენება.  სწორედ ერთად დგომით, ერთიანობით  ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დაპირისპირებაზე, დავდგეთ ერთად  და დავიწყოთ ახალი ოქროს ხანის მშენებლობა საქართველოში, რომლითაც ვიამაყებთ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები. ახალი ოქროს ხანა, რომელიც მოიტანს თითოეული მოქალაქის ოჯახში სიკეთეს და სიძლიერეს, დაუბრუნებს სიამაყეს საქართველოს მოქალაქეს! მე მინდა ის საქართველო თქვენთან ერთად, სადაც თითოეული ჩვენგანი ამაყი იქნება, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ. მე არ მივიღებ მონაწილეობას კინკლაობასა და ერთანეთის დაპირისპირებაში. ერთადერთი რაც ჩემს გუნდთან ერთად შემიძლია ეს არის დღე და ღამე ვიფიქრო საქმის კეთებაზე, ხალხის პრობლემებსა და გაჭირვებაზე, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გაუჩნდეს პერსპექტივა, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ საკუთარ თავზე არ იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება! ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ირგვლი უნდა გავერთიანდეთ,“ – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved