• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხომ გიყიდა ბინა! ხომ მოგაწყოთ სამსახურებში! გასულ ზაფხულს ჩამოვიდა…” – ემიგრანტის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:24 08-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

სოციალურ ჯგუფში, “ქართული დიასპორა იტალიაში” ქვეყნდება, ცირა ნიკოლეიშვილის წერილი:

“ხომ გიყიდა ბინა!

ხომ დაგამთავრებინა უმაღლესი!

ხომ შემოსა შვილიშვილები!

ხომ გაწვდიდათ საკვების თანხას მთელი 18 წელი!

ხომ შეიტანა 5-ჯერ ბინის საწყისი თანხა ვაი “ცენტრ-პოინტის” უსინდისო მუცელში!

ავეჯით ხომ გააწყო ორთავე ვაჟისა და სიძე-ქალიშვილის ბინები!

მეუღლეს, ღრმად მოხუც დედას, შვილს – ოპერაციების თანხა ხომ გამოგიგზავნათ!

ხომ მოგაწყოთ სამსახურებში!

გასულ ზაფხულს ჩამოვიდა…

გულზე მოგხვდათ მისი დასივებული ფეხები და მხოლოდ ძარღვებად ქცეული ხელები; ახალგაზრდა გახსოვდათ და ხელში გატეხილი და თვითონ დაავადებული ხანმოლეული შეგრჩათ, რომელიც იღიმებოდა და ამ ღიმილმა შეგაშინათ, ტიროდა და ცრემლი არ ჩამოსდიოდა…

ვერცერთმა თავი ვერ შეიკავეთ ქვეყანაში გამეფებულ “გაუსაძლის მდგომარეობაზე” რომ არ გელაპარაკათ მთელი დღეები…

სულ საკვები პროდუქტების ნაკლებობაზე წუწუნებდით…

მონატრებულის სანახავად ვინც მოვიდა – ყველა ხელებში შესცქეროდა;

სადაც წავიდა – ყველა ხელებში შესცქეროდა…

ორი თვის “შვებულება” ჰქონდა ბერძენი “პატრონისგან”…

ორი კვირის მეტი ვერ გაძლო…

ძლივს აალაგა დასიებული კიდურები და წავიდა…

კარებში რომ გადიოდა ჩაილაპარაკა: “წყალს ვერ მივეჩვიე იქაურს, ესაა ფეხებს რომ მისიებს, სხვა მხრივ არ მიჭირს”…

აეროდრომზე ყველამ ერთად გააცილეთ; პერმესო მიღებული ჰქონდა დიდი ხანია და წასვლას საელჩოებში ხეტიალი არ სჭირდებოდა…

ახალგაზრდა გოგონამ ხელბარგი შეუმოწმა; მისი საყვარელი საჭმელი – ყველიც არ წაიღო – დასაშვებ წონაზე მეტია და თანხა არ მეყოფაო, მხოლოდ ტყემლის საწებელმა შეავსო უფასო ტვირთი…

საკონტროლო გამშვები ხაზი თითქმის უკუსვლით განვლო;

გიყურებდათ და სულის სიღრმეში გწვდებოდათ მისი მზერა, რომელსაც გულგრილად უკუაგდებდით ყველანი; ეს მზერა იხვეწებოდა: – “მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ”!

თვითმფრინავის ტრაპს რომ გადააბიჯა – გაეღიმა: – “ქართველები იქ არ დამტოვებენ, თუ…”

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved