• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ცდილობს პროკურატურა ამირხანაშვილის ჩვენება მნიშვნელოვნად წარმოადგინოს? – “მიეცემა სამართლებრივი შეფასება”

ალია ავტორი - ალია
16:33 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის ხმაურიანი ჩვენება – რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს.

„გურამ ამირხანაშვილის მიერ ყველა ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ ამ პიროვნების მიერ. რაც შეეხება ბოლო ჩვენევის გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

მედიაში გამოქვეყნებული ჩვენების მიხედვით, გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“

უკვე წლების მანძილზე, მედია აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტებს, დახურული სასამართლო სხდომის ოქმებს, უკვე წლებია “ალია” ითხოვს, გაირკვეს, ვინ ავრცელებს გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციას, თუმცა, პროკურატურა ამ დრომდე ყურსაც არ იბერტყავდა. მეტიც, გიორგი გაბუნიას საქმეზე, სუსიდან გავიდა ინფორმაცია, თუმცა, არც ამაზე ჰქონია ვინმეს რეაქცია.

რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს – რა წერია ასეთი ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებაში და რატომ აღშფოთდა პროკურატურა? – საქმე იმაშია, რომ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, მკვეთრად განსხვავებულია წინა 4 ჩვენებისგან და ამირხანაშვილის ტრაგედიიდან თვენახევრის შემდეგ იხსენებს ფრაზებს, რომლებიც მანქანაში მოისმინა.

პროკურატურა ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ამირხანაშვილის ჩვენება ძალზედ მნიშვნელოვანია, სინამდვილეში ამირხანაშვილი, რომელმაც თვენახევრის შემდეგ გაიხსენა მანქანაში მოსმენილი დიალოგი, ამბობს, რომ “როგორც ახსოვს” დაახლოებით ასეთი საუბარი მოისმინა. “როგორც ახსოვს” – არის თუ არა დაზუსტებული ჩვენება, ამას გამოძიება დაადგენს.

ასევე ამირხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ მას დილამდე გიორგის გამოჩენის იმედი არ დაუკარგავს – რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე, მან საფრთხე ან ვერ შეაფასა რეალურად, ან მუქარა არ ჰგავდა რეალურს!

მაშ, რატომ აქვს ამ ჩვენებას პროკურატურისთვის ასეთი მნიშვნელობა და როგორ აპირებს ამ ჩვენების საფუძველზე საქმის გახსნას? სასამართლოში ბრალის დამტკიცებას?

სინამდვილეში, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება მხოლოდ იმის დასტურია, რომ იგი ჩვენებებს არსებითად ცვლის და ჩნდება ეჭვი, რომ იმაზე მეტი იცის, რასაც ამბობს!

ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება იხილეთ აქ.

ალია

თეგები: პროკურატურაშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved