• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინის მარიონეტი” – ამერიკელმა კონგრესმენმა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

ალია ავტორი - ალია
11:33 01-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ვლადიმერ პუტინის მარიონეტი” – ასე უწოდა ბიძინა ივანიშვილს ამერიკელმა კონგრესმენმა შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას. რესპუბლიკური პარტიის წევრმა პიტ ოლსონმა ივანიშვილი ტელესერიალ – “სეზამის ქუჩის” მარიონეტ თოჯინას შეადარა და უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ოლსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს. ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

“ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ ტელესერიალ “სეზამის ქუჩის” ოსკარ გრუჩსა და საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივე მარიონეტები არიან, რომლებიც ანაგვიანებენ თავიანთ სახლებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. ტეხასური კომპანია “ფრონტერა რესორსი” საქართველოში ბურღვით სამუშაოებს წლების განმავლობაში ატარებდა. მათ შესანიშნავი სამუშაო ადგილები შექმნეს ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლებამ მათი ოპერირება არ შეაჩერა და ხელში არ ჩაიგდო მათი აღჭურვილობა. ახლა ისინი იქ საერთოდ ვეღარ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი – ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა, როგორც ეს ფოტო აჩვენებს, საქართველოში აქციის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რომ აღვიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის,” – განაცხადა პიტ ოლსონმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved