• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთავარი პრობლემა: ვის უმტყუნებს ნერვები და ვინ დაუშვებს შეცდომას…“

ალია ავტორი - ალია
18:11 08-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„რაც ბელარუსში ხდება, –
არ არის ზედაპირზე რაც ჩანს მხოლოდ ის…

ამ პროცესს რამდენიმე უმთავრესი ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ,

(1) ლუკაშენკოს ღრმა პოლიტიკური შეცდომები, რომლის სათავე დევს იმ უცილობელ ფაქტში, რომ ხელისუფლებაში დიდიხანს ყოფნა ადუნებს რეალობის აღქმას და იწვევს ზე-წარმოდგენებს, ანუ ჩვეულებრივ ილუზიებს, რომელსაც თვითგიპნოზის ეფექტი აქვს…
– ლუკაშენკოს მომაკვდინებელი შეცდომები მის გეოპოლიტიკურ დაუკვირვებელ განცხადებებსა და ფარულ ნაბიჯებში დევს (ეს უმთავრესი მიზეზი).

(2) როგორც ტექნოლოგიური შაბლონი, გამოცდილი საქართველოსა და უკრაინაში, – ეს არის ისტორიული რეალიების მიზანმიმართული წაბილწვა და მათი ჩანაცვლება აშკარა მავნებლური ტყუილით:
(ა) საქართველოში ეს თურქეთის, როგორც ისტორიული მეგობრის და ახლა (ნატოს წევრია ქვეყანაა და!) მით უფრო მეგობრის და მოკავშირის ილუზია… სწორედ ამ მავნებლობამ მიაბა საქართველოს ეკონომიკა თურქეთს…
ეს არ იყო შემთხვევითი (სხვა თემებს არ ვეხები ამჟამად);
(ბ) უკრაინაში – ფაშისტების ეროვნულ გმირებად წარმოჩენა და ახლა,
(გ) ბელორუსში – თურმე, ”ბელორუსების ოქროს ხანა იყო მაშინ, როცა ბელორუსი ლიტვის ბატონობის ქვეშ იყო” (და რაღაც ეტაპზე – ”რეჩ პოსპოლიტას” შემადგენლობაში (ნაწილობრივ)…

იდეოლოგია ანადგურებს ადამიანებს – მერე მათ რასაც გინდა იმას დამართებთ,… უკვე ფარული ტექნოლოგიები მუშაობს… ლუკაშენკოს ბატონობა – ეს ზედაპირია… მასაც დაულპა გარემოცვა, რადგან კლანები გააჩინა, რომლებიც ”კარმუშკაზე” მიუშვა!

(3) გეოპოლიტიკური სიტუაციის გამძაფრება პანდემიისა და კრიზისების გამო, რამაც საბოლოოდ მოშალა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიჰი და ”წითელი ხაზები” და დააბრუნა მტაცებლების ეპოქა… სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო მიტაცებებისა და ლოკალური კონფლიქტებისა…
– ერთი ჯაჭვია ამ მტაცებლობისა, – ბელორუსიაც, უკრაინაც (რომელსაც დაშლა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს) და ხმელთაშუა ზღვაზე თურქეთისა და საფრანგეთ-საბერძნეთ-ისრაელის კონფლიქტი ახლა უკვე ნაღდად დადასტურებულ გაზის უზარმაზარი საბადოს გამო ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში…

(4) პოლონელების შეფარული მისწრაფება ”რეჩ პოსპოლიტას” აღდგენის თაობაზე: “აღმოსავლური პარტნიორობა” – ეს შეფარული მიზანია, რომელიც ევროკავშირმა გაიღო ხარკის სახით და რეალურად გეოპოლიტიკური დაძაბულობის კულტივირების ფუნქცია აკისრია…

(5) აღმოსავლეთ ევროპის არაერთი სახელმწიფოს სურვილი, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიბრუნონ ის, რაც ჯერ კიდევ მე-19 – მე-20 საუკუნის 40-იანებამდე მათ ეკუთვნოდად (თუმცა, გარდამავალი კონფიგურაციებით): უნგრელებისა და ჩეხების პრეტენზია დასავლეთ უკრაინაზე, ბესარაბიაზე რუმინელებისა, ჩეხების უაზრო ხუნტრუცი ტერიტორიულ პრეტენზიებზე და ა.შ.

(6) მთავარი ხაზი დაპირისპირებისა – რუსეთის მაქსიმალური შევიწროება და მისი უკანდახევა შემდეგი დაშლის (ყოველ შემთხვევაში, მასზე კონ ტროლის დამყარების) მიზნით… ამ ბოლო მიზანს დიდი მსხვერპლი და არაგარანტირებული პერსპექტივა აქვს ყველასათვის, თორემ ამას აქამდეც გააკეთებდნენ…

(7) მთავარი პრობლემა:
ვის უმტყუნებს ნერვები და ვინ დაუშვებს შეცდომას…

ინტელექტდეფიციტის მქონე ლუკაშენკომ გეოპოლიტიკური გათვლები ვერ გააკეთა სწორად ძალაუფლების თავშიავარდნის გამო და… წააგო…

ვინ იქნება შემდეგი?!“

თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved