• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკაფიო გზავნილი უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან ისევე ვერ გამოიტანენ სწორ დასკვნას

ალია ავტორი - ალია
16:44 08-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას „ლელოს“ ლიდერები ეხმაურებიან.

„ლელოს“ საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ამერიკელ პარტნიორებს უწევთ ღიად საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო და რომ ჩვენ ვერ ვიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანაკლიის და სხვა პროექტების მიზანმიმართული გაჩერებით, ამ ხელისუფლებამ პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული პორტების ეკონომიკურ ინტერესებს.

„აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადება წარმოადგენს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილს საქართველოს მთავრობის და, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან ისევე ვერ გამოიტანენ სწორ დასკვნებს, როგორც ვერცერთი წინა განცხადებიდან.
ბიგანის განცხადება არის სრულიად მკაფიო გაფრთხილება წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატი ხელისუფლების მიმართ, რათა მან რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი და უზრუნველყოს დემოკრატიული გარემო და ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სტაბილურობას და წარმატებას განსაზღვრავს მისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძლიერება. სამწუხაროდ, 8 წლის განმავლობაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი საქართველოს დასუსტებას ყველა ამ მიმართულებით. “ლელო საქართველოსთვის” ესწრაფვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებას და უმნიშვნელოვანესია, შემოდგომაზე პოლიტიკის რადიკალური განახლება მოხდეს,“-აცხადებს გრიგოლ გეგელია.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბიგანის გზავნილში მკაფიოდ ჩანს საქართველოს ლიდერობა რეგიონში, რაც ჩვენმა ქვეყანამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.

“ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია მაღალი თანამდებობის პირის მესიჯში. აქ უნდა დავინახოთ ის, რომ საქართველოს არამარტო, საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშეც. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ რეგიონის ლიდერად და მას აქვს პირობები, რომ ის იყოს რეგიონის ლიდერი. ამ შემთხვევაში სერიოზული დახმარების შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალის ამუშავება, ინფრასტრუქტურის შექმნა და რეალური დამოუკიდებლობის შექმნა, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები გვიგზავნიან მნიშვნელოვან მესიჯებს, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთი პარტნიორები გვყავს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენით და მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი ჩართულობა. შემოდგომის არჩევნები კი მნიშვნელოვანი ნიშნულია იმისა, თუ რა მიმართულებით წავა საქართველო. ავირჩევთ გზას და წავალთ იმ მიმართულებით, რაც დღეს ბელორუსში ხდება, ან წავალთ დემოკრატიული და პოლიტიკური სტაბილურობის გზით. ბიგანის განცხადებაშიც ჩანს, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან პოლიტიკურად მდგრადი გარემოს შექმნაში, დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეკონომიკურად საქართველო იყოს ძლიერი. რაც მთავარია, ისინი გააორმაგებენ ძალისხმევას იმისათვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სისრულეში მოვიდეს და შეჩერდეს ოკუპაცია მეზობელი რუსეთის მხრიდან. ეს გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის სახით ჩვენ გვყავს ურყევი პარტნიორები, მთავარია, ჩვენ განვახორციელოთ პარტნიორობა,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved