• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, კვირა, 22 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პენსია 200 კი არა, შეიძლება 700 ლარიც კი გახდეს!!!“

ალია ავტორი - ალია
20:19 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

„1992 წლიდან – დღემდე, ვინც იყო ხელისუფლებაში და გახდა მილიონერი, მათ რომ უკან მოიტანონ თავიანთი შეჭმული თანხის 10 % მაინც, საქართველო ზუსტად 1 წელიწადში იქნება ერთ – ერთი მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში!!!

შევარდნაძის დროს ვინც გახდა მილიონერი, არავინ უკან ფული არ დააბრუნა, სააკაშვილის დროს ვინც შეჭამა ფული არავის უკან არ დაუბრუნებია, კვირიკაშვილის დროს ვისზეც ყველა საუბრობდა რომ ძალიან დიდი ფული შეჭამეს არავის ფული უკან არ დაუბრუნებია და კიდე კარგად ვართ, როგორც ვართ.

ამიტომ არის სიტყვა სამართალი და სიმართლე.

არავის უნდა შერჩენოდა არასოდეს და ახლა ვიქნებოდით ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომელსაც აფხაზი და ოსი ძმები თვითონ შეეხვეწებოდნენ იქნებ თქვენთან ერთად ვიყოთო!!!

მართლა არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა ქონდეს ზაზა ოქუაშვილს ჩემი ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ 24 მილიონი დავალიანება, არ იხდიდეს თანხას და ამავ დროულად ითვლებოდეს მილიონერად? ასეთი რამ გაგიგიათ სადმე? მე, არა. უგულავამ 50 მილიონამდე შეჭამა, კეზერაშვილმა რამდენი ვინ იცის, შევარდნაძის დროს რამდენი მინისტრი, ან საბაჟოს უფროსი და ა.შ თანამდებობის პირი ვიცით, რომელთაც ხელფასები ქონდათ 130 ლარი და დადიოდნენ 200 000 ლარიანი მანქანებით.

ამ ყველაფრის შემდეგ ყოველ წელს მთავრობა საწყლად გეგმავს ბიუჯეტს და ფიქრობს ვის რამდენი ათეული ლარით გაუზარდოს ხელფასი თუ სოციალური დახმარება და საიდან მოიტანოს ეს თანხები. არადა რამდენიმე თვე უნდა ფინანსურ პოლიციასა და რამდენიმე ძალოვან უწყებას კანონიერი მოთხოვნები დაუყენოს ყველას ვინც ოდესმე ბიუჯეტი გაძარცვა და პენსია 200 კი არა, შეიძლება 700 ლარიც კი გახდეს!!!

მეწველი ძროხასავით რომ იყენებდა ყოველთვის ესა თუ ის პირი ბიუჯეტს, მაგის გამო რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნიდან შემოსული გრანტებისა თუ დახმარებების მოლოდინში? როგორ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს ამდენი გაჭირვებული ადამიანი და ამავე დროს გყავდეს ამდენი მილიონერი? თან აქ ერთი რამ მამწარებს ყველაზე მეტად, კარგი ხო, არ აბრუნებ არ აბრუნებ, საკუთარ რეგიონს, სოფელს რომ მიხედო არ შეგიძლია შე მამაცხონებულო? საჩხერე როგორც გააკეთა ბიძინამ, მასე რომ ყველა იმ მილიონერმა საიდანაც არის წარმოშობით რომ მიხედოს თავის რეგიონს, ახლა ხომ გვეყოლებოდა უამრავი გაღიმებული ოჯახი? არა რა, ზოგჯერ საჭიროა უ-მკაცრესი ხელი, თან ამ ხელს კანონიც გიმაგრებს და მიხედეთ, სულ ნუ დაიჭერთ ნურავის, ბიუჯეტში ფული დააბრუნონ!!!“

თეგები: ირაკლი ლატარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved