• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო“ არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, წელში გამართავს ყველა ოჯახს და შექმნის ძლიერ საშუალო ფენას

ალია ავტორი - ალია
18:39 08-12-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ლელო“ ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს. გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს,“-ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მცხეთაში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელების ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მივესალმები ყველას, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება სურს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ – საქართველოს ისტორიულ, ეროვნულ, რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრში. შევიკრიბეთ აქ, სადაც ქართული სახელმწიფოებრიობა იბადებოდა და სადაც დღეს ჩვენი ცხელი გულით – სამშობლოსადმი სიყვარულით და ცივი გონებით – კონკრეტული პროგრამით ვიწყებთ გამარჯვებისკენ და განვითარებისკენ სვლას. აქ და ახლა, როდესაც საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ ვდგავართ, მინდა თითოეულ თქვენგანს გკითხოთ – აი, ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ვინც ამ მიწაზე დაიბადა და ვინც ეს ყველაფერი შექმნა, იმსახურებს იმას, რა მდგომარეობაშიც დღეს აღმოჩნდა?
მინდა გკითხოთ ჩემს დებს და ძმებს – მოგწონთ დღევანდელი რეალობა?
მინდა გკითხოთ ჩვენს მშობლებს, გყოფნით თქვენი პენსია ღირსეული ცხოვრებისთვის? მინდა გკითხოთ დედებს – რატომ არ არიან ჩვენი შვილები დაცული ქუჩაში კრიმინალისა და ძალადობისგან?
მინდა გკითხოთ ჩვენს ახალგაზრდებს – ხდება ამ ქვეყანაში თქვენი ნიჭის რეალიზება? მინდა გკითხოთ ჩვენს ემიგრანტებს – რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავით?
და მინდა გკითხოთ ჩვენს ინტელექტუალებს, მეცნიერებს, მწერლებს, ხელოვანებს, მეწარმეებს და ფერმერებს – მოგწონთ გამეფებული კორუფცია და ნეპოტიზმი?
კმაყოფილები ხართ ქვეყნის მართვის ამ სტილით? მოგწონთ გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება?!
ყველა ამ კითხვაზე პასუხი რაღა თქმა უნდა არის – არა!
ვიმსახურებთ ყოველივე ამას? – პასუხი არის არა!!!
დღევანდელმა პოლიტიკამ, პოლიტიკურმა ელიტამ, ბოლო წლებში ქვეყნის მართვის მეთოდმა სრული კრახი განიცადა. არაფერი შექმნა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის. სისტემა გაიხრწნა და დალპა. არსებულმა ხელისუფლებამ უძრაობასთან ერთად დანერგა ტოტალური სიღატაკე, უიმედობა, ჩააქრო გულები და მოგუდა სულები. დღეს ქართველ ხალხს ისევ სიღარიბით ყიდულობენ, ისევ დამარცხებასა და წაგებას აჩვევენ, ისევ ფუჭი ოცნებისთვის წირავენ!
ამასთან შეგუება შეუძლებელია, რადგან ამის უკან კიდევ უფრო დიდი ჭაობია, უფრო ღრმა უფსკრული, კიდევ უფრო მეტი სიღატაკე და მონობა. როგორც ნიკო ნიკოლაძემ თქვა, „მტერმა კი არ დაგვცა, საკუთარ თავში რწმენის დაკარგვამ წაგვახდინა.“
მეგობრებო, დღეს დიდგორობაა! როდესაც საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი ბრძოლა შედგა და ქართულმა ჯარმა მტრის უზარმაზარი ლაშქარი დაამარცხა!
ეს დღე – 12 აგვისტო გვახსენებს და გვარწმუნებს რომ
ჩვენ არ ვმარცხდებით!
ჩვენ არ ვიჩოქებთ!
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
ჩვენი მისია – გამარჯვებაა!
გვარწმუნებს, რომ ეს ისტორიული ხიდი არ ჩატეხილა, ეს ძლიერი ძარღვი არ გაწყვეტილა, ეს მფეთქავი, ცხელი გული არ გაჩერებულა და სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს ყველას გაერთიანებას და ძლიერი სახელმწიფოს აშენებას.
ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც აღარ იქნება არცერთი მშიერი ბავშვი და მოხუცი, არცერთი ქვეყნიდან გაქცეული ახალგაზრდა. არცერთი ადამიანი, ვინც უსამართლობის მსხვერპლი გახდა, გული გაუტყდა და იმედი დაკარგა.
ლელო იწყებს ბრძოლას საქართველოსთვის! თითოეული თქვენგანისთვის!
ლელო არის ახალი ფერი, ახალი ძალა! ლელო არის თქვენი ძალა!
„ლელო“ არის ძალა, რომელიც შექმნის ეკონომიკის მძლავრ ხერხემალს, ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს , ერთხელ და სამუდამოდ წელში გამართავს ყველა ოჯახს საქართველოში, შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, შემოიტანს ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციას, ფეხზე დააყენებს მცირე და საშუალო ბიზნესს. გზას გაუხსნის ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს.
„ლელო“ არის ძალა, რომელიც ჩაატარებს განათლებისა და ჯანდაცვის ფუნდამენტურ რეფორმას.
„ლელო“ არის ძალა, რომელიც დააბრუნებს ემიგრანტებს საქართველოში და გაამთლიანებს ოჯახებს.
„ლელო“ არის ძალა, რომელიც საჯარო მოხელეებს შეუქმნის სტაბილურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო გარემოს.
„ლელო“ არის ძალა, რომელიც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას საქართველოში. შეცვლის მართლმსაჯულების მახინჯ სისტემას!
„ლელო“ არის ძალა, რომელიც თითოეულ რეგიონს მისცემს ინდივიდუალური და სწორი განვითარების საშუალებას, გააძლიერებს თვითმმართველობას, გლეხს აქცევს მდიდარ ფერმერად, გააცოცხლებს ქართულ სოფელს მთასა და ბარში!
„ლელო“ არის ძალა, რომელიც ააშენებს ანაკლიის პორტსა და ქალაქს, ქვეყანას აქცევს ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად, ეკონომიკურ, ფინანსურ კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად!
„ლელო“ არის ახალი ეროვნული ძალა. რომელიც თქვენთან ერთად საქართველოს აქცევს რეგიონის ლიდერ ქვეყნად, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას!
ჩვენ – პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ვართ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიანობას, დაანგრევს ძველ სისტემას და შექმნის სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას.

ოქტომრის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის!
მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებს. ისინი იქნებიან თქვენი ნამდვილი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, თქვენი ყველა პრობლემის, ტკივილის თუ სიხარულის გამზიარებლები. მხარი დაუჭირეთ ლელოს. რადგან ასე თქვენ მხარს უჭერთ თქვენს შვილებს, თქვენს მომავალს, თქვენს ქვეყანას!

მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ერთერთი თქვენგანი, ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მეომარი, ერთი თავისუფალი ადამიანი. დიახ, ლელო შეიქმნა ადამიანისთვის. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ახალი, თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ლელო ხარ შენ!
ლელო ვარ მე!
ლელო არის საქართველო! „- თქვა მამუკა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved