• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ საქმის ჩაფარცხვა რომ სდომნოდათ, დასკვნაში ჩაწერდნენ, რომ დაზიანებები იყო სიკვდილის შემდგომი“

ალია ავტორი - ალია
18:39 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ფეხბურთელის გარდაცვალების შესაძლო გარემოებებზე „ტვ პირველთან” საუბრობს:

„რამდენიმე ექსპერტიზის მოლოდინში ვართ, თითოეულ მათგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეში. როგორც კი მოხდება აკუმულირება, იმედი მაქვს რომ საგამოძიებო უწყება და პროკურატურა იმსჯელებს ბრალეულობის თაობაზე. ჩვენი მოლოდინია, 6-ივე პირზე დამძიმდეს ბრალი.

ის, რაც მე თვითონ მაქვს გაკეთებული, საკუთარი სხეულითა და შესაძლებლობებით გამოვცადე და არ აჩვენა ეს შედეგები რა მოლოდინებიც არსებობდა, მე იმას ვერავინ დამაჯერებს.

იგივე სპორტული ჩაცმულობით, მოკლე მკლავიანითა და შორტებით, ჩავირბინეთ და ერთი უმნიშვნელო ნაკაწრი და დაცემაც არ ყოფილა. ჩვენ გავრბოდით რაც შეგვეძლო მთელი ძალით, უკან მეორე ბიძა იყო, რომელსაც ჰქონდა ორმაგად რთული ამოცანა, ის მომსდევდა მობილურით და არ უნდა გავქცეოდი კადრიდან, წინ უნდა დავფიქსირებულიყავი. მანაც ისე გაართვა თავი, რომ არაფერი დაზიანება არ მიუღია.

ახლა წარმოიდგინეთ გიორგის შესაძლებლობები სპორტსმენის, ჩვენ 44 წლისები ვხვდებით და 19 წლის ბიჭი წარმოიდგინეთ, რომელსაც მოსდევენ მოსაკლავად, ეს რომ შეადაროთ ბევრად დამაჯერებელი ხდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩარბენა.

როდესაც მეორეხარისხოვან გზაზე ჩარბიხართ, იქიდან არის ამოსარბენი, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მარტივია ამოირბინო მეორე მხარეს და აღმოჩნდე ცენტრალური მაგისტრალის პირას და იქ გააგრძელო სირბილი. აქ წინიდან ვინმე თუ არ გხვდება გამორიცხულია, რომ უარესი მიმართულება, როგორიცაა ბილიკზე ჩარბენა, აირჩიოთ.

ასევე, დათვლილი გვაქვს ქრონომეტრაჟი ტოიოტას იქ ყოფნის, შესაძლო ჩარბენის დრო, ხიდზე გამოქცევის დრო, როდესაც დავაჯამე ეს არის მარტივი არითმეტიკა, უნდა იცოდე 20-მდე თვლა, რომ დროის ამ მონაკვეთში სავსებით შესაძლებელია განსახორციელებლად.

მესამე ფაქტორი, ბავშვს ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სიმაღლიდან ვარდნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები არ აქვს, ხიდიდან რომ გადაეგდოთ. სხვა შემთხვევაში ბავშვი რომ არა არაგვისპირზე მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და იქვე დახრჩობა სხვანაირად ვერ განხორციელდებოდა. თან ექსპერტიზით ვნახეთ, რომ მიყენებული დაზიანებებიდან უმცირეს დროშია ბავშვი წყალში მოხვედრილი. ის რომ, მაპატიეთ ეხლა მუცლით მეზღაპრეობა, რომ დგანან და მკითხაობენ შეიძლება თუ არა ბავშვი სამი დღე ვიღაცას ეტარებინა. გამორიცხულია.

თუ ამ საქმის ჩაფარცხვა უნდოდათ ექსპერტიზის დასკვნაში შეეძლოთ ძალიან მარტივად ჩაეწერათ, რომ დაზიანებები იყო სიკვდილის შემდგომი და არა სიცოცხლის მომენტში, დამთავრებული იქნებოდა ამ საქმის ამბავი, პერსპექტივა… ეს თემა იქნებოდა დამთავრებული,”

თეგები: მირიან ნიკოლაძეშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved