• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფო­რუმ­ზე ლა­პა­რა­კია კომ­პა­ნია ZAG-ის მიერ პორ­ნო სა­ი­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე” – რას ჰყვება ექსპერტი?

ალია ავტორი - ალია
17:39 08-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

23 წლის პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბის გახ­სნაა. კერ­ძოდ, რო­გორც “ფორ­მუ­ლა” წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას გახ­სნა სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბი, ლა­პა­რა­კია ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, კერ­ძოდ, სამი ადა­მი­ა­ნის კომ­პრო­მატ­ზე. რა ში­ნა­არ­სის იყო ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი, უც­ნო­ბია. ასე­ვე “ფორ­მუ­ლას” ცნო­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს, გო­გო­ნას “ვოთ­საპ­ში” გა­უგ­ზავ­ნეს ლო­კა­ცია, სა­დაც ის უნდა მი­სუ­ლი­ყო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცა. ამ ვერ­სი­ის ირ­გვლივ ambebi.ge-ს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში

 და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი:

– ყვე­ლა ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა… რად­გან ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, შე­საძ­ლოა რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლიც ჰქონ­დეს. შე­საძ­ლოა ეს იყოს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე. არც ის მგო­ნია, გო­გო­ნას მარ­ტო სამი ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ზე ჰქო­ნო­და წვდო­მა.

ზო­გა­დად შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ მას ჰქონ­და წვდო­მა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე – ისი­ნი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლიყ­ვნენ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ა.შ. შე­საძ­ლოა აქ ლა­პა­რა­კი იყოს ისეთ მა­სა­ლებ­ზე, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს, ფი­ნან­სურ ან კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს, რათა გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში შეგ­ვაქვს, ან იქე­დან ვი­ღებთ, მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის, ვი­საც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს­თან წვდო­მა აქვს. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბას რა ჩა­ნა­წე­რე­ბიც სჭირ­დე­ბა, ყვე­ლაფ­რის მო­პო­ვე­ბა უცხო ქვეყ­ნებ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რე­ბით ხდე­ბა. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი ეს არის დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი წყა­რო. რაც უნდა მყა­რი სის­ტე­მე­ბი შევ­ქმნათ, ვე­რა­ნა­ი­რად ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლი, ამი­ტომ ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ფიქ­სი­რე­ბის გა­რე­შე შე­აღ­წი­ონ ინ­ტერ­ნეტ­ში და მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კონ­ტრო­ლონ ჩვე­ნი მი­მო­წე­რა, მა­გა­ლი­თად, “ფე­ის­ბუქ­ში” და ა.შ. კომ­პრო­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მარ­ტო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კი არ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არა­მედ ფი­ნან­სუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი წრე­ე­ბიც. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მათ გა­მო­ყე­ნე­ბას უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ. რა­ი­მე ისე­თით თუ ვსარ­გებ­ლობთ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის­თვის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი და ვე­რი­დე­ბით რა­ღა­ცე­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი დგე­ბა, ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა აი­ღონ ის, რომ რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი არის პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი და შე­იძ­ლე­ბა ეს შემ­დგომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის­თვის.ასევე დაგაინტერესებთ

– რაზე მი­ა­ნიშ­ნებთ?

– 2018 წლის ფო­რუმ­ზე იძებ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია კომ­პა­ნია ZAG-ის მიერ პორ­ნო სა­ი­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი სტა­ტის­ტი­კის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ რა­ღაც კავ­შირ­შია ამ კომ­პა­ნი­ას­თან, ვფიქ­რობ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

პორ­ნ­ჰაბ­მა 2018 წელს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პორ­ნოგ­რა­ფი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რა და ამ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ორი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, IT მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ფო­რუმ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კომ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ…

"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ორი კომ­პა­ნია ZAG. ერთი 2015 წელ­საა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და და მე­ო­რეა 2019 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ელექტროს­კუ­ტე­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ორ პი­როვ­ნე­ბას შო­რის 2018 წელ­საა ლა­პა­რა­კი (ანუ 2019 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას არ უნდა გუ­ლის­ხმობ­დნენ) და ისი­ნი წე­რენ, რომ კომ­პა­ნია ZAG-ი და­კა­ვე­ბუ­ლია პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის კე­თე­ბით და სა­იტ­ზე შე­სულ­თა სტა­ტის­ტი­კის კვლე­ვით. დას­კვნას ზუს­ტად ვერ ვა­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან არ გვაქვს სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ყუ­რა­დღე­ბო უნდა იყოს.

უნდა და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, სა­დაც ბევ­რი რამ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და გამ­ჟღავ­ნდე­ბა. რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუს­მი­ნე, ეს შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოდ ჩავ­თვა­ლოთ და არა სარ­წმუ­ნოდ. არა მგო­ნია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბი­დან გა­მო­ე­ჟო­ნა. ზო­გა­დად, ის მა­სა­ლე­ბი სა­ჯა­როვ­დე­ბა ხოლ­მე, რაც ად­ვო­კა­ტებს უვარ­დე­ბათ ხელ­ში. ისი­ნი თა­ვის პი­არ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რათა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ზე, ისე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მათ­ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლია. ვინ­მე ძა­ლი­ან გიჟი უნდა იყოს, აი­ღოს მა­სა­ლა და გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნოს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა წვდო­მა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, სის­ტე­მა­შიც იყ­ვნენ უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

– საით იხ­რე­ბა თქვე­ნი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ვერ­სია?

– ვი­ზი­ა­რებ ვერ­სი­ას, რომ ეს ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. არ ვამ­ბობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ZAg-ს, მაგ­რამ გო­გო­ნა სხვა­გა­ნაც ას­რუ­ლებ­და მო­ვა­ლე­ო­ბას და შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სურ წრე­ებ­ზე, ან კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე, ან სუ­ლაც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შეკ­ვე­თებ­ზეც მუ­შა­ობ­და – ამის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს სიღ­რმი­სე­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გვიჩ­ვე­ნებს. რა დო­ნის წაშ­ლაც არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ყვე­ლა არ­ხის აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, გო­გო­ნა მარ­თლაც შე­ვი­და, და­ფიქ­სირ­და და ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და თუნ­დაც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, ან ისე­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ან თუნ­დაც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს დას­ჭირ­და და ა.შ. შე­საძ­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლა­დაც იყოს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ბევრ რა­მეს მოჰ­ფენს ნა­თელს.

ambebi.ge კომ­პა­ნია ZAG-ის ად­ვო­კატს ქე­თე­ვან მი­რი­ა­ნაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც კომ­პა­ნი­ის მიერ პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო:

– ჩემ­თვის უც­ნო­ბია და ეს პირ­ვე­ლად მეს­მის. სა­ერ­თო­დაც, ფო­რუმ­ზე და კო­მენ­ტა­რებ­ში ვინც რას და­წერს, ამა­ზეა აგე­ბუ­ლი ეს რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა, კი­თხვე­ბი და სა­კი­თხე­ბი. ამ კი­თხვებს რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს, უნდა გა­იხ­სნას და გა­ი­შიფ­როს კომ­პი­უ­ტე­რი. ამა­ზე კო­მენ­ტარ­საც ვერ გა­ვა­კე­თებ. ზოგი რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე ლა­პა­რა­კობს, ზოგი კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე, ზო­გიც – სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ზე… და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ.

ამბები.ჯი

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved