• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილის წარმოჩენა უნდათ შეურაცხადად – 12 წლის ბავშვს ისეთი წამალი მისცეს, რომელიც არ უნდა მიეცათ”

ალია ავტორი - ალია
00:30 08-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია იგეგმება. 

თამაზაშვილის თქმით, ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიით ცდილობენ თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ. 

“რამდენადაც გავიგე ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემ შვილს და 12 წლის ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რომელიც არ უნდა მიეცათ. ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა. ჩემ შვილს ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ უაღრესად პატიოსანი იყო”

გარდა ამისა, ბაჩალიაშვილის ოჯახს არც იმის სჯერა, რომ თეთრიწყაროს საკალმახესთან არსებული კამერები 4 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. 

კითხვაზე – ელოდება თუ არა რაიმე ხელისშეშლას სამართალდამცველების მხრიდან ხვალინდელ აქციაზე, თამაზაშვილმა თქვა, რომ ელოდება. 

“არც ის მჯერა, რომ საკალმახეში 4 წლის განმავლობაში კამერები არ მუშაობდა. ჩემი შვილი ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ რომ ყოფილიყო მოკლული, იმას მაშინვე იპოვიდნენ. აღარაფერს ველოდები, აქამდე ველოდებოდი გახარიას, მაგრამ მან სრული იგნორი გამომიცხადა და გამოძიების იმედი არ მაქვს. ხვალ გამოჩნდება რა იქნება. საპატრულოს საქციელიც გამოჩნდება – იმედია ყველა ჟურნალისტი იქნება. საქართველოს ხალხის იმედი მაქვს”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა. პატრიარქმა ოჯახს ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე კურთხევა მისცა. 

რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახეს, რომლის ტერიტორიაზეც ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლის ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან, მის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. 

ფორმულა

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved