• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე – გაცვეთილი დაპირებები და ძველი სახეები

ალია ავტორი - ალია
20:36 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი აღარ გააჩნია.
„სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი არ გააჩნია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძველი რიტორიკა და საზოგადოების თვალში დისკრედიტირებული სახეები. მოვისმინეთ გაცვეთილი დაპირებები. ქართული ოცნების დღევანდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ძალა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ძალას არავითარი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის სამართავად.
„ქართულ ოცნებას“ არ აქვს და, შესაბამისად, ვერც საუბრობს საკუთარ მიღწევებზე. ამიტომ მიმართავს მათ მიერ უკვე აპრობირებულ ტაქტიკას, რომელიც აღარ გაჭრის. ფაქტია, ვერაფერს ახალს ვერ ამბობენ თავიანთი მმართველობის პერიოდზე და ისევ და ისევ საუბრობენ იმ პერიოდზე, რომელიც 8 წლის წინ წარსულს ჩაბარდა. ეს ხელისუფლება არის ქვეყნის რეგრესის ავტორი, რომელმაც ქვეყნისთვის ვერაფერი სასარგებლო ვერ გააკეთა. ოცნებამ ამოწურა არა მხოლოდ იდეების რესურსი, არამედ ადამიანების რესურსიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტისთვის წარსადგენ კადრებზე, პირველი მახასიათებელი უნდა იყოს მათი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი არის პარტიის თავმჯდომარის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved