• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უკავშირდება ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი – ჩემპიონის მამა საკუთარ ვერსიაზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
13:48 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი, შესაძლოა, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს, ამის შესახებ დაშავებულის მამამ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, დაპირისპირება კი მოგვიანებით, ქუჩაში დაიწყო. ზურაბ ზვიადაური ცივი იარაღით მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილია მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი.

მამუკა ზვიადაურმა მის ოჯახსა და გიორგი ქისტაურს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა, როდესაც გიორგი ქისტაურმა მათი ოჯახის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

მართალია მამუკა ზვიადაური “კურიერთან” საუბარში ოფიციალურად ვერ ადასტურებს, თუმცა ის არ გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი ქისტაური შეხვდა წუხელ ქუჩაში ზურაბ ზვიადაურს და სწორედ ამას მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება.

“სახლს რომ ესროლა, მაშინ მე აქ ვიყავი. იმ კარებიდან ესროლა პირდაპირ. სავსე იყო ის ოთახი ბავშვებითა და ქალებით. ეს პიროვნებაა ქისტაური. ალბათ შემთხვევით გადააწყდნენ ერთმანეთს, არაფერი მუქარის მსგავსი არ ყოფილა,” – აცხადებს ზურაბ ზვიადაურის მამა მამუკა ზვიადაური.

ადგილობრივების თქმით, წუხელ, გვიან ღამით მათ ესმოდათ ყვირილი და ხმაური. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ამბობს, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გარკვევით გაიგონა, თუმცა როგორც ცნობილია, ზურაბ ზვიადაური და მისი მეგობარი ვანო დავითაშვილი ცივი იარაღით არიან დაჭრილები.

ექიმის თქმით, დაჭრილებს პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება ჩაუტარდათ.

“შემოყვანილი იყო 2 პაციენტი, თვითდინებით იყვნენ შემოსულები. გულ-მკერდის წინა კედლის არეში ჭრილობებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში არ იყო არც ერთი ჭრილობა შემავალი. ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ დინამიკაში დაკვირვების ქვეშ და 04:10 საათზე ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით,” – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved