თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“განათებული ხაზი ჯვარი არ გეგონოთ რომელიმე ეპარქიაში. წვერიახოს მთაზე, ცხინვალის თავზე რუსების ანძაა (პილინგატორი) რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ.
შარშან “კურორტზე” ვიყავი და არ მახსოვს, შარშანწინ არ იყო.
ეგაა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის შენარჩუნების (არგაღიზიანების) პოლიტიკა.”
მოგვიანებით, ირაკლი კიდევ ერთ პოსტს წერს:
“ჯარი მომენატრა ამასობაში, ჯარი.
გულიც იქ დავტოვე და სულიც.”

კომენტარები