• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში… რატომ გარისკე შენი სიცოცხლით” – სკოლის დირექტორი მოსწავლის ტრაგედიაზე

ალია ავტორი - ალია
12:30 07-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, რომელიც ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს, დარჩელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ზაალ, შვილო, რამ შეგიყვანა ამ ადიდებულ მდინარეში. რატომ გარისკე სიცოცხლით. ბავშვებო, იცოდეთ, სიცოცხლე მარტო თქვენი არაა, ის, პირველ რიგში, მშობლებისაა, და-ძმისაა, მეგობრისაა, ჩვენიცაა, მასწავლებლების.

თქვენი ტკივილიანი წასვლით ყველას გვაკლდება დარდისაგან სიცოცხლის წლები. რა ქნას საწყალმა შენმა დედიკომ, მამიკომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ შემოაბიჯებ სკოლაში და არ შემოგვცინებ ალალი, ოდნავ ეშმაკური ღიმილით.


წუხელ ყველა სასწაულს ვთხოვდით უფალს, შენი დაბრუნების იმედი გვქონდა, დღეს კი ღმერთს ვთხოვთ შენი სხეულის პოვნას, რათა შენმა დედიკომ უკანასკნელად ჩაგიხუტოს გულში. შენ თამაშისა და გართობის დროს არ დაგემართა ეს უსაშველო უბედურება, საქონლის გამორეკვა გინდოდა, ჩემო შრომისმოყვარე ბიჭო.

ალალ-მართალო, უცოდველო, ანგელოზო, ძაღლი მოგყვებოდა უკან, ალბათ გრძნობდა უბედურება გელოდა, არ მიგატოვა და თან გამოგყვა. ოი, უბედურო სიკვდილო, როგორ გაამწარე მთელი სოფელი. ასეთი ცოდვა კარგა ხანია არ დატრიალებულა, ყველა ტირის.

ღმერთო, მიეცი ძალა მშობლებს გაუძლონ ამ საშინელ ტკივილს. გვიყვარხარ, ზაალ, ნეტავ უფრო მეტად მოგფერებოდით სიცოცხლეში“, – წერს მარინე ცარციძე.

შეგახსენებთ, მოზარდი 13 ივლისს დაიკარგა, როდესაც იგი საქონლის გადასარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას.

,,პრაიმტაიმი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved