ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერ შტორმს ებრძვიან – ამინდი განსაკუთრებით არის გაუარესებული აღმოსავლეთ სანაპიროზე.
Reuters-ი წერს, რომ ქარის სიჩქარემ 112 კმ-სთ სიჩქარეს მიაღწია. წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემიი ხაზებიც
უამინდობის გამო გადაიდო ათობით ავიარეისი, მათ შორის სრულად გაუქმდა 454 ფრენა, ორი ათასზე მეტი რეისი კი დაგვიანებით შესრულდა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე მსხვილი აეროპორტები. ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია თანხები, რომლითაც ზიანი ანაზღაურდება.











კომენტარები