ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
ამას ხომ მოფიქრება უნდოდა! თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, უეფამ მიიჩნია, რომ სტამბოლში თამაშის ჩატარება მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ თავად აცნობა უეფას, რომ სტამბოლში მატჩის მასპინძლობას ვერ შეძლებდა.
ფაქტობრივად რა საფრთხეებსაც გაექცა თურქეთის ხელისუფლება, როცა უარი თქვა სტამბოლში მატჩის ჩატარებაზე, საქართველოს უჭკუო ხელისუფლებამ ყველა ეს საფრთხე საკუთარი გადაწყვეტილებით ბათუმს დაატეხა თავზე!
საქართველოს ხელისუფლების თანხმობა ამ თამაშის თურქეთის საზღვიდან 30 კილომეტრში, ბათუმში ჩატარებაზე, იყო სრული უპასუხისმგებლობა და პრაქტიკულად საკუთარ ტერიტორიაზე არეულობის შემოტანის ტოლფასი ნაბიჯი, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად, თურქეთსა და ისარელს შორის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, აქ მათი მაყურებლების დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სკანდალში გახვევაც მოყვებოდა! ეტყობა იმდენი ჭკუა არავის აქვს, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დათვალონ მოსალოდნელი რისკები, არც სუს -ს არც შსს-ს და არც მთავრობას!
დიახ, მხოლოდ აბსოლუტური უჭკუო ვერ მიხვდებოდა, რომ ბათუმში დიდი რაოდენობით ჩამოვიდოდნენ სწორედ ყველაზე მოტივირებული და რადიკალურად განწყობილი თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ფეხბურთის ყურების გარდა, მოინდომებდნენ საკუთარი პოლიტიკური ლოზუნგების გამოტანას! ამის დაშვება არ შეიძლებოდა, ხოლო აკრძალვა რომ თურქ გულშემატკივრებთან დაპირისპირებას გამოიწვევდა, ამის მიხვედრა ეტყობა ძნელი იყო!
ალბათ მთავრობაში ვიღაც გადამეტებულად საქმიანი ნიჭით დაჯილდოვებულმა ჩათვალა, რომ ამ თამაშზე ერთი დღით ჩამოსული ტურისტებით დიდ შემოსავალს მიიღებდით არა?! ამას “დახამდით”? მიიღეთ?! ახლა ველოდოდთ ამ ყველაფერს რა გართულებები მოყვება, მათ შორის იმ ათასობით ქართველისთვის, ვინც თურქეთში ცხოვრობს და საქმიანობს! ახლა ვიყოთ ღმერთის იმედად, რომ არაფერი ისეთი არ მოხდეს და უკვე თურქეთთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ აღმოვჩნდეთ! ძვირფასო ხელისუფლებავ, თქვენი იდიოტიზმი ცას წვდება მგონი!











კომენტარები