• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

ალია ავტორი - ალია
14:59 11-26-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წელი ტრადიციულად ერთობლივი
ღონისძიებით შეაჯამეს.
შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა, რომელიც 2026 წლის გლობალურ და ადგილობრივ ეკონომიკურ ტენდენციებს აჯამებს და 2027 წლის პროგნოზებს მოიცავს.
პუბლიკაცია მიმოიხილავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, საქართველოს მაკროეკონომიკურ
გარემოსა და ეკონომიკის ოთხ ძირითად სექტორს: უძრავ ქონებას, ტურიზმს, ენერგეტიკას,
ტრანსპორტსა და ლოგისტიკას.
გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ენერგეტიკული ბაზრის რყევების მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 3%-ს შეადგენს, 2027 წელს კი 3.2%-მდე დაჩქარებაა მოსალოდნელი. გლობალური ბაზრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ხელოვნური ინტელექტია.
რაც შეეხება საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის შოკის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ ზრდას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წელს მშპ 7.4%-ით გაიზრდება, 2027 წელს კი 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი; ნავთობის ფასების დასტაბილურების შემთხვევაში ინფლაცია 2027 წელს 2.9%-მდე შემცირდება.
სექტორულ ჭრილში, კვლევა უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურ მოთხოვნასა და ფასების ზომიერ ზრდას პროგნოზირებს. ტურიზმშიც ვიზიტორებისა და შემოსავლების მატებაა მოსალოდნელი. ენერგეტიკის სექტორის მთავარ გამოწვევად ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებას შორის სხვაობა რჩება: მოხმარების ზრდის პარალელურად, ახალი გენერაციის ობიექტებიც ემატება, თუმცა თურქეთის ბაზარზე დაბალი ფასები ექსპორტის შესაძლებლობებს ზღუდავს.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით იზრდება ტვირთბრუნვა და საქართველოს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფანთან ერთად რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბადაც
ჩამოყალიბდეს.
„AmCham-თან ერთად უკვე მესამე წელია შემაჯამებელ შეხვედრას ვმართავთ და ეს ჩვენს საერთო ტრადიციად იქცა. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, პარტნიორებს დროულად გავუზიაროთ საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა, რომელსაც ისინი სამომავლო გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობიან“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.
“დღეს საქართველოში ბიზნესი საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს არამხოლოდ დღევანდელ ციფრებზე დაყრდნობით, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ როგორია პროგნოზები და რა დგას ამ ციფრების მიღმა. ასეთ დროს პროფესიონალთა ანალიზი გადამწყვეტია იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ ეკოსისტემაში, სადაც სიტუაცია საბანკო SWIFT-ის სისწრაფით იცვლება”- ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved