• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-მა რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა

ალია ავტორი - ალია
10:35 11-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა.

მისი ადმინისტრაცია გამოვიდა შეთავაზებით, ახალი ტარიფების მაქსიმალური განაკვეთები 20%-დან 40%-მდე განისაზღვროს იმ ჭარბი სამრეწველო საწარმოო სიმძლავრეების საპასუხოდ, რომლის ხელშეწყობაშიც, ადმინისტრაციის მტკიცებით, ეს ქვეყნები მონაწილეობენ. თუმცა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ახალი ტარიფების განაკვეთების ზედა ზღვარი უფრო დაბალ ნიშნულზე დაწესდება – იმ დონეზე, რომელიც უკვე მიღწეული ან ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში არსებული სავაჭრო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.

ამასთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი ბრაზილიიდან იმპორტირებულ Embraer-ის დასრულებულ სამოქალაქო თვითმფრინავებზე ახალი, 10%-იანი ტარიფის დაწესების, ასევე კვოტით გათვალისწინებულ ზღვარზე მეტი რაოდენობით იმპორტირებულ ბრაზილიურ შაქარზე საბაჟო გადასახადების გაზრდის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნული პროდუქცია მანამდე გათავისუფლებული იყო ბრაზილიურ საქონელზე ტრამპის მიერ ივლისში დაწესებული 25%-იანი ტარიფებისგან.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, რომ ტარიფების გაზრდის შეთავაზების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ბრაზილიას შორის რამდენიმეთვიანმა მოლაპარაკებებმა “უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის” აღმოსაფხვრელად „ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო“.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩინეთს ყველაზე მაღალი, 20%-იანი ტარიფი დაუწესდება. ეს განაკვეთი დაემატება დაახლოებით 25%-იან საბაჟო გადასახადებს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაწესდა.

ამასთან, ვიეტნამისთვის ტარიფის ზედა ზღვარი 20%-ით განისაზღვრება, თუ ის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს, ხოლო მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ტარიფის განაკვეთი 35%-მდე გაიზრდება.

ეს განაკვეთი შეესაბამება აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულ სავაჭრო ზავის პირობებს, რომლის მოქმედების ვადაც 10 იანვარს იწურება. თუმცა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, თუ ზავი ჩაიშლება, ჩინეთისთვის განაკვეთი 40%-მდე გაიზრდება.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი ასევე გამოვიდა შეთავაზებით იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების ზედა ზღვარი 18%-ით განისაზღვრის კამბოჯიდან, ინდონეზიიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან და ბანგლადეშიდან იმპორტის შემთხვევაში, ხოლო იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, ევროკავშირიდან და შვეიცარიიდან იმპორტირებულ საქონელზე – 15%-ით, უკვე მოქმედი „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის“ საბაჟო გადასახადების ჩათვლით.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, ინდოეთზე, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია, 17%-იანი ტარიფი გავრცელდება, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, ხოლო მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში – 25%-იანი. სინგაპურისთვის კი ტარიფის ზედა ზღვარი 10%-ით განისაზღვრება.

გრირის თქმით, ტარიფები, რომლებიც 25 იანვარს დაგეგმილი საჯარო მოსმენის შემდეგ ამოქმედდება, მიზნად ისახავს ისეთი „სამრეწველო სტრატეგიების“ საპირისპირო ზომების მიღებას, რომლებიც ეფუძნება საწარმოო სექტორის მიზანმიმართულ დამუშავებას, ხელფასებისა და შრომითი უფლებების შეზღუდვას, ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას, არასაბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ რესურსებსა და ბაზრის დამამახინჯებელ სხვა პრაქტიკებს რაც, აშშ-ის საწარმოო ბაზას ასუსტებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved