• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

ალია ავტორი - ალია
13:30 11-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ბარსელონაში, ADC*E Creative Week 2026 რიგით 35-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე   3 ოქროს და 1 ვერცხლის პრიზის მფლობელი PSP-ს სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” გახდა. კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.

სიმართლისთვის თვალის გასწორებას ემსახურება PSP-ს ბოლო წლების საკომუნიკაციო კამპანიები. სიმართლე არის ის მთავარი იარაღი, რაც ადამიანებს რელობის აღქმასა და შემდგომ წინსვლაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მიიპყრო საერთაშორისო ჟიურის ყურადღება PSP-ს კამპანიებმა. სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“  AD Black Sea 2026-ს გრან პრის მფლობელია.

2026 წლის ADC*E-ს 4 ჯილდოს მფლობელი სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“ ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების – სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. რა სიმართლე უნდა მოისმინონ ადამიანებმა დღეს? სქესის ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ. არა პროდუქტზე ორიენტირებული რეკლამა. არამედ სიმართლეზე დაფუძნებული კომუნიკაცია.

სწორედ სიმართლის კამპანიებმა და თავისუფლებისადმი მიძღვნილმა ოდამ განაპირობა, რომ 2026 წელს PSP გახდა საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი. რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს – სიმართლეა.

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ADC*E 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა. ისევე, როგორც „რეცეპტი: სიმართლეს“ კამპანიის ყველა სარეკლამო რგოლი, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სააგენტო Playmakers მიერ არის შექმნილი.

2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.

ADC*E Creative Week 17-დან 20 ნოემბრამდე გაიმართა, კვირეულის მთავარი კულმინაცია კი 20 ნოემბერს, საზეიმო დაჯილდოებაზე შედგა, სადაც გაირკვა გამარჯვებულების ვინაობა.

ფესტივალის 35-ე სეზონზე, ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის ADC*E Awards 2026-ის ფინალისტთა სიაში საქართველოდან 10 განსხვავებული კამპანია 29 ნომინაციით მოხვდა. PSP-ს სტრატეგიული კამპანია “რეცეპტი: სიმართლე“შორთლისტში 4 კატეგორიაში იყო წარდგენილი:Creative Effectiveness, Creative Strategy,Local Insight (Brand Development & Experience) და Health & Wellness – Creative Strategy (Creativity by Industry Sectors).

ADC*E-ზე ევროპის ყველაზე გავლენიანი არტ-დირექტორები, დიზაინერები და კრეატიული სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს ტრადიციულად ბარსელონაში იკრიბებიან. ეს არის სივრცე, სადაც ევროპის შემოქმედებითი საზოგადოება ერთმანეთს უკავშირდება, უზიარებს ხედვებს, აღიარებს უმაღლეს ოსტატობას და იკვლევს ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს.

ADC*E ევროპის 23 ქვეყნის 24 პროფესიულ კლუბსა თუ ასოციაციას აერთიანებს. ორგანიზაცია ევროპული კრეატიული ინდუსტრიის გაძლიერებასა და გამორჩეული ნამუშევრების აღიარებას ემსახურება. საქართველოდან უკვე მეხუთე წელია, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ სააგენტოებს შეუძლიათ.

წლევანდელი გამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://adceurope.awardhub.org/winners/

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს  და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა

13:30 11-23-2026
თიბისის დაუჯერებელი Black Friday
ახალი ამბები

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

13:25 11-23-2026
სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved