კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება: „შეხვედრა მალე შედგება, თუმცა თარიღებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი სიცხადე არ არსებობს“
სამმხრივი მოლაპარაკების წინა რაუნდი 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე მხარეები სამხედრო ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა მთავარ დაბრკოლებად კვლავ ტერიტორიული საკითხი დარჩა. გარდა ამისა, განიხილეს მომდევნო რაუნდებში ევროპის ჩართულობის აუცილებლობა











კომენტარები