მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.
„საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება.“- ნათქვამია 20 ნოემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.











კომენტარები