74 წლის ქალი, რომელიც ქუთაისში სახლის აფეთქებისას დაშავდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პენსიონერს სხეულის 12 პროცენტი აქვს დამწვარი. ის მკურნალობას რეანიმაციურლ განყოფილებაში განაგრძობს.
74 წლის ქალი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, აქვს ასევე თერმო-ინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს და ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა, როგორი იქნება მისი მდგომარეობა. 12 % აქვს სხეულის ფართობის დაზიანებული, – ამბობს ექიმი გიორგი აბესაძე.
ქუთაისში, კორპუსის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორომაციით, ქალი მეხუთე სართულზე სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი მივიდა, რომლის ინფორმაციითაც, მარტოხელა ქალი ბინაში გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რასაც სავარაუდოდ, აფეთქება მოყვა.











კომენტარები