საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოება კორპორაციულ სექტორს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ათეულობით ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათ ფინანსური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. „წითელი ჯვარი“ დაზარალებულთა საჭიროებების შეფასებასა და დახმარების გაწევას აგრძელებს.
„კორპორაციული სექტორის თანადგომა მნიშვნელოვანია, ერთად დავეხმაროთ ფონიჭალაში დაზარალებულ ოჯახებს!
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ათეულობით ოჯახი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. დღეს მათ ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს დაზარალებულთა საჭიროებების შეფასებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
მოვუწოდებთ კორპორატიულ სექტორს, შემოგვიერთდეს დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში!
ფინანსური მხარდაჭერა თუ აუცილებელი ნივთებით დახმარება – თქვენი წვლილი მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომელთა ყოველდღიურობა ერთ წამში შეიცვალა.
გავერთიანდეთ და ერთად შევუმსუბუქოთ მათ ეს რთული დღეები!
დახმარებისა და თანამშრომლობისთვის: RM@redcross.ge“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.











კომენტარები