„ქუთაისში ამ წამს ჩემი სახლის წინ კორპუსი აფეთქდა !
ეს რა ჯოჯოხეთი გვჭირს? […]
საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის სრული უყურადღებობისგან გამოწვეული მავნებლობა.“ |- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია – დაშავდა 1 ადამიანი, ქალმა დაზიანება ხელის არეში მიიღო. უწყებაში გვითხრეს, რომ 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა











კომენტარები