გურან შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
მოპასუხე მხარემ, სადაც წითლიძე-გვარამიას დუეტი აქტიურობდა, საქმის პროკურორის სხდომაზე მოწვევის შუამდგომლობა დააყენა, რადგან „საქმე არ დადასტურდა“ და მტკიცებულებებიც არ არისო. წითლიძე იქამდეც მივიდა, რომ არაერთხელ, უტიფრად განაცხადა: „გამოძიება (მიშასდროინდელი, რ.შ.) დასრულებულია და დამნაშავე (ე.ი. გიორგი ბარათელი, რ.შ.) სასჯელს იხდის “-ო.
…და ეს იმ დროს, როცა იქვე მკაფიოდ აღინიშნა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე, „ოცნების“ ხელისუფლების დროს, ახლადაღმოჩენილი მასალების საფუძველზე, თავიდანაა დაწყებული და ახლაც ძიებაშია (სამწუხაროდ, არავის გახსენებია, რომ გიორგი ბარათელმა საპატიმრო 2017 წელს დატოვა და 2023 წელს, თბილისში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, მოკლეს).
რაც შეეხება გვარამიას – ისე გადაჭიჭინ-გადაფიჩინდა, რომ პატივცემულმა მოსამართლემ არაერთხელ მიუთითა – დაწყნარდითო და ისიც დასძინა, – როცა გინდათ, კარგად ლაპარაკობთ მშვიდადო (ბარემ, შევკადრებ, რომ ვერა, ბატონო მოსამართლევ, გურამ შარაძის მკვლელობა ის საკითხია, რომ ნაძირალა ვერ დაწყნარდება არათუ დღეს, არამედ სიკვდილამდე და მის მერეც).
აქვე, უნდა ვაღიარო – არის სიმართლის მარცვალი ამ მოწიკვინე არსებების ნათქვამში. მიუხედავად იმისა, რომ გურამ შარაძის საქმეში ყველაფერი დოკუმენტურადაა დამტკიცებული, ნამდვილად აკლია უფლებამოსილი პირებისგან ოფიციალურად გამოცხადება, ე.ი. „დადასტურება“.
ახლა მებადება შეკითხვა, ვის უნდა „დაედასტურებინა“? მივყვეთ იერარქიით:
პრემიერ-მინისტრები:
– ირაკლი ღარიბაშვილი – თურმე გამდიდრებაზე და ძალაუფლებაზე გაგიჟებული, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქმნიდა და აფინანსებდა სატელიტ პარტიებს, მედიას; აგრეთვე, საპატრიარქოში ჩანერგილ აგენტებს, რომლებსაც სათავისოდ გადაიბირებდა ( უღალატა ბიძინა ივანიშვილს!);
– გიორგი კვირიკაშვილი – თურმე უცხოეთის მონა (უღალატა ბიძინა ივანიშვილს!);
– გიორგი გახარია – თურმე უცხოეთის მონა (უღალატა ბიძინა ივანიშვილს!);
– ვიღაც ბიჭი.
პრეზიდენტები:
– გიორგი მარგველაშვილი – თურმე უცხოეთის მონა (უღალატა ბიძინა ივანიშვილს!);
– სალომე ზურაბიშვილი – თურმე უცხოეთის მონა (უღალატა ბიძინა ივანიშვილს!).
ახლა „ძალოვნები“, ვისაც ხელეწიფებოდა საქმის გახსნა თუ არა, „ხელის წაკვრა“ მაინც (სია მწირია):
სუს-ი:
– ვახტანგ გომელაური – სააკაშვილის დროინდელი სპეცრაზმელი, გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელის – გია ფაჩულიას „კრიშა“. შედეგად, ფაჩულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 2024 წლამდე (ვყვირი 2013 წლიდან);
– სოსო გოგაშვილზე რა ვთქვა, რაც არ მითქვამს და რაც მთავარია, რაც არ მიქნია?!!!!!!!!!
– გრიგოლ ლილუაშვილი – თურმე, უცხოელ მოხუცებს ძარცვავდა და გურამ შარაძისთვის ეცალა???
რაც შეეხება პროკურატურას – ვის უნდა „დაედასტურებინა“, გაქნილ, გაიძვერა, უცხოეთის მონა არჩილ კბილაშვილს თუ „ბოტასებიან“ ფარცხალაძეს? რომელ პროკურორ-გამომძიებელს, ერთმანეთზე უარესი ნაძირლები რომ იყვნენ? ერთი აქაა და თქვას – არაო, პირში ერთს მეუბნებოდა და ზურგსუკან – სხვას ავრცელებდა. მეც ვითომ ვერ ვხდებოდი და ჩემი მაინც გამქონდა, რადგან დიდი ზურგი მქონდა და შუბლით მივდიოდი, უფსკრულამდეც კი.
„დიდი ზურგი“ იყო ირაკლი შოთაძე – ერთადერთი ნათელი წერტილი ამ საზიზღრობაში.
დღეს, სიმართლე ბოლომდე უნდა ვთქვა: პროკურატურას არაფერი გაუკეთებია თავისით. საქმე ხელახლა აღიძრა 2014 წელს, ჩემი დაჟინებული მოქმედებების, ნერვებისა და ოფლისღვრის შედეგად; ხოლო შემდგომში, თავისი ინიციატივით, არც გამოძიებას გაუკეთებია რამე.
ირაკლი შოთაძის გაცნობის პირველი წუთიდან, ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ადამიანური ნდობა. ცხოვრებაში ყველაფერში შეიძლება მოვტყუვდე, მაგრამ ვერავინ გამაცურებს მამაჩემის მიმართ დამოკიდებულებაში. შოთაძეში დავინახე გურამ შარაძის მიმართ მოწიწება და რაც მთავარია, სურვილი მისი მკვლელობის გამოძიებისა. თუმცა არც ისეთი სულელი ვარ, რომ დამეჯერებინა, ადვილად გამოუვიდოდა.
ჩვენ შორის ეს ერთგვარი „უხმო შეთანხმება“ მაძლევდა ძალას, რომ შეუძლებელი გამეკეთებინა და შევძელი კიდეც. ირაკლი შოთაძემ ყველაფრის უფლება მომცა. როცა არ უნდა მიმეწერა, ჩემთვის წამში ჰქონდა დრო. პროკურატურაში ლამის მეძინა, „წიხლით“ შევდიოდი კაბინეტებში. არარსებობდა რამე მესურვა, რომ ეგრევე არ შესრულებულიყო, იქნებოდა ეს მოწმეების დაკითხვა, ბარათელთან ციხეში შეშვება (სამჯერ ვნახე), სხვადასხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, საქმის მასალების გადმოცემა (ლაშას მკველელობის საქმეც კი მომცა) და კიდევ მრავალი… წლების განმავლობაში, თავზე ვადექი პროკურორებს (მაღალჩინოსნებსაც!) და ჯოხით დავდევდი. გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ ვაჭარბებ.
აქვე ვიტყვი, რომ 2019 წლის შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ სუს-ის გარეშე პროკურატურა მეტს ვერაფერს გააწყობდა და იმ ეტაპზე, მაქსიმუმი მივიღე, ბატონ ირაკლის ათასი მადლობა გადავუხადე, სიკეთე ვუსურვე და პროკურატურის კარი გამოვიხურე. მერე გავიგე, რომ საქმეს ახალი პროკურორი ჰყავს, მაგრამ არც დავინტერესებულვარ მასთან ურთიერთობით, რადგან საქმე გახსნილია, ეტყვიან – გამოაცხადებს!
არ გამკვირვებია, რომ იმ ეტაპზე ვერ მივაღწიე საბოლოო მიზანს, მაინც ბევრი რამ მივიღე. პირველ რიგში, დეტალურად შევისწავლე სააკაშვილის დროინდელი საქმე და კომისიის სხდომაზე გამოსვლა, შეგნებულად, სწორედ, მისით დავიწყე – მკვლელებს თავისივე შეკერილი საქმე დავამხე თავზე!
ახლა მივმართავ ბატონ მოსამართლეს:
ვინაიდან, გურამ შარაძის მკვლელობა საუკუნის საქმეა, უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო მოსამართლევ, დაიბაროთ რომელიმე გამომძიებელი, გნებავთ სააკაშვილის დროინდელი. ამასთან, უმორჩილესად გთხოვთ, დამიბაროთ მეც. არ მჭირდება ადვოკატი და გპირდებით, რომ მთელი სამყარო იხილავს მკვლელი პარტიის მხილებას, ფაქტებით და მტკიცებულებებით! …და ამას გავაკეთებ (ხაზს ვუსვამ) მათივე შეკერილი საქმით (2007-2008), მეტი არც მჭირდება (თუმცა მზად ვარ).
მივმართავ პროკურატურას!
„დაადასტურეთ“ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე! დროა უკვე ამოიღოთ ხმა!
ბოლოს, მივმართავ მკვლელებს, მათ შორის, გვარამიას,რომელმაც არაერთხელ მახსენა, ბრაზი და ზიზღიც ვერ დამალა – „შვილის მოყოლილი ამბავი, 15 წელი რომ ყვებაო“ და ა.შ…
მისმინე, შე კარიკატურავ და გასვეტებულო ქაჯო! 18 წელი ვყვებოდი და ბოლოს, შარშან, 2025 წლის 22 მაისს, საბოლოოდ დაგასვით გულზე ჯვარი! წელიწადნახევარია, უკვე ვბაირამობ – ალბათ გჯერა, რომ თქვენი დედისტირების ყურებას არაფერი სჯობს!
ტონს დაუწიე, ბიჭო და სადაც გაგსვლია, იქ „იბლატავე“, პირველ რიგში, შენისთანა „@@@@@@@“ სალომე ზურაბიშვილთან. ყველაზე კარგად თავად იცი, რა სიმხეცეც ჩაიდინეთ 2007 წლის 20 მაისს და გადამოწმება არ გჭირდება, თუმცა მაინც გადაიმეორე; ხოლო მაგ ბუნების შეცდომას, ანა წითლიძე რომ ჰქვია და მამაჩემის მკვლელობისას, საბავშვო ბაღში დარბოდა, აუხსენი – ტყუილად უხარია და ღრიჭინებს, „გურამ შარაძის საქმე გაბათილდაო“.
კაცისმკვლელებო, თქვენ მე ვინმეში არ შეგეშალოთ! თქვენი დედისტირებისთვის მოვედი ამქვეყნად და ისე არ წავალ, რომ მიზანს ბოლომდე არ მივაღწიო “











კომენტარები