საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
„ხრუშჩოვკების“ დანგრევის და ხალხის ახალ სახლებში გადასახლების პროექტი მე და გიგი უგულავას მომზადებული გვქონდა უკვე 2012 წლის დასაწყისში და 2013 წელს უნდა დაწყებულიყო ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის ხრუშჩოვკებით და გავრცელებულიყო ყველა დანარჩენ უბანში.
ერთ-ერთი პირველი ის ხრუშჩოვკა უნდა დანგრეულიყო სადაც ჩემს ბავშვობაში ნუცუბიძის 42 ნომერში ვცხოვრობდით 3 წლის განმავლობაში მე და დედაჩემი და ბავშვობიდან გამომყვა სურვილი ხრუშჩოვკების აღების.ამათ ეს პროგრამა მოსვლისთანავე შეაჩერეს და მისი პირველი ეტაპისთვის გამოყოფილი მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტში იდო სადღაც წაიღეს ამათ. რომ არ გაეუქმებინათ ჩვენი პროგრამა 2020-თვის თბილისში არცერთი ხრუშჩოვკა არ იქნებოდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამის განხორციელება მაშინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლეიშვილს დაევალა, მისი ტემპების გათვალისწინებითალბათ უფრო ადრეც.ესენი ხრუშჩოვკებს არ ანგრევენ, უბრალოდ ფონიჭალაში ამ ხრუშჩოვკების გაგრძელებაზე სულ რამდენიმე ასეულ მეტრში ივანიშვილი თავის „არაბულ ქალაქს“ აშენებს. მე მიკვირს, რომ ვინმეს უკვირს, რატომ არ ხდება უფრო ღრმა კვლევა და რეაგირება შენობების მდგომარეობაზეო.საქმე იმაშია, რომ მერიაში, ისევე როგორც ყველა სხვა ქოცურ სისტემაში, სრული აღებ მიცემობაა. ყველა შესაბამისი სამსახური, ბიუჯეტით გაწერილი ფულის უმეტეს ნაწილს ტეხავს და ამ მოპარულის ნაწილს ისევ ზემოთ აგზავნის, მერის ჩათვლით, მერს კი როგორც ვიცით, მიაქვს ივანიშვილთან.
ისე გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროპაგანდისტებმა რომ ატეხეს დამუნათება, ნუ იყენებთ ბავშვების სიკვდილს პოლიტიკური განცხადებებისთვისო, ეს შემთხვევით მათ მიერვე ქვევრში ჩახრჩობილი 8 თვის უმანკო ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის სახელობის ხელისუფლება ხომ არ არის? ვის მიერ სიკვდილის პოლიტიკურად გამოყენებაზე ბედავენ, ეს წარმოუდგენელი უტიფრები ხმის გაღებას!











კომენტარები