სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
3 წლის ბავშვს უამრავი კაცი დაადგა თავზე, კამერების თანხლებით: როგორ გეძინაო ჰკითხეს.
ბავშვს რომელიც გუშინ თავად კი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მისი დედა და 7 წლის და – ვერ.3 წლის ბავშვს კამერებით დაადგნენ, რომ წარმოაჩინონ, როგორი ჰუმანური და მზრუნველი მთავრობა გვყავს.მანიპულაცია და თემის გამოყენება თუ რამეა – ეს არის. ეს და პატარა ბარბარე რაფალიანცის საქმეა.
არადა, ბავშვებს თუ რამე უბედურება ეწიათ ამ ქვეყანაში – მოწამვლა, გზებზე და პარკებში სიკვდილი, ბაღებისა და სკოლების გარეშე დარჩენა, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება – ყველაფერი ოცნების პოლიტიკისა და კორუფციის ბრალია.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი იყო შვიდი ადამიანი, საიდანაც მხოლოდ ერთი გადარჩა ცოცხალი, 3 წლის თაია.











კომენტარები