ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები იმყოფებიან, ირაკლი კობახიძე მივიდა.
მასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.











კომენტარები