ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოასვენეს – ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრძევებიდან ამოსვენებულია ჯამში სამი ცხედარი – ორი ქალის და ერთი ბავშვის.
მანამდე კი ერთი 3 წლის გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი და უვნებელი ამოიყვანეს.
ამ დროისთვის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ – მათ შორის სავარაუდო ერთი ბავშვია.











კომენტარები