საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, ფონიჭალაში, ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი გამოიყვანეს.
“ნანგრევებიდან 3 წლის გოგო ამოვიყვანეთ. ჯანმრთელადაა, დიაგნოზს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის კონტაქტურიც იყო. ბავშვი, დაახლოებით, მე-2 და მე-3 სართულებს შორის ნანგრევებში იყო”. – განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილი ამბობს, რომ ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს ართულებს ის, რომ ხელახალი ნგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
„ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია, ჩამოშლილია ნაშალი მასალა. ამასთან ერთად, რაც ისევ გამოწვევად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის ტერიტორიაზე, ვაკვირდებით ამ პროცესებსაც, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთას დამატებითი ძალების მობილიზებით გადამოწმება ტერიტორიის, იმედს არ ვკარგავთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ამ დროისთვის, მაშველები ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანს ეძებენ, რომელთაგან 2 ბავშვია.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად, ჰოსპიტალიზებულია 4 ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი მცირეწლოვანი.
62 ოჯახი კორპუსში რჩება – “შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ”– კალაძე











კომენტარები