ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს:
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ამხანაგ სი ძინპინს
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ჩინელი ხალხისა და პირადად თქვენდამი. ქართველი ხალხი ყოველთვის უდიდესი მეგობრული გრძნობით იყო განმსჭვალული ჩინელი ხალხის, მისი უდიდესი ცივილიზაციის და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პერსპექტივებზე.მოგეხსენებათ, სწორედ საქართველოზე გადის აბრეშუმის გზის შუა კორიდორი და არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მას დღეისათვის ალტერნატივა არ გააჩნია. ე. წ “ტრამპის გზა” სომხეთის გავლით უპერსპექტივო პროექტია, რადგან სხვა ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, ირანი არ დაუშვებს მის ფუნქციონირებას.ამ ვითარებაში, ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ერთადერთ დამაკავშირებელ სახმელეთო მაგისტრალს ევრო— ატლანტიკურ სივრცესთან და ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება პირდაპირ აისახება ჩინეთის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაზე.როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დააორგანიზა და შეაიარაღა სეპარატისტული ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ, თვითონ ჩაერთო კონფლიქტში – მოახდინა ჩვენი ქვეყნის განუყოფელი, გაეროს მიერ აღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთა ოკუპაცია— ანექსია, გამოაძევა იქიდან მკვიდრი, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მოაწყო ეთნიკური ნიშნით ქართველი მოსახლეობის გენოციდი- ეთნოწმენდა , განალაგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით სრულად შეიარაღებული უმსხვილესი სამხედრო ბაზა.ძვირფასო გენერალურო მდივანო, ქართველი ხალხი თქვენგან ელოდება, რომ ჩინეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის წინაშე, უკრაინის პრობლემასთან ერთად დააყენებთ საკითხს საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ეს, ყველაფერთან ერთად, სრულად გახსნის შავი ზღვის აკვატორიას შუა კორიდორისთვის, მათ შორის სამომავლოდ -სახმელეთო კავშირს ევროპასთან და უდიდეს სიკეთედ წაადგება მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასაც მომავალში.ქართველი ხალხი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას თავისუფლებისათვის და ყოველთვის მივიჩნევდით ტაივანს ერთიანი ჩინეთის განუყოფელ ნაწილად. გვაქვს თქვენი მხარდაჭერის უდიდესი იმედი.კიდევ ერთხელ გიდასტურებთ დიდ პატივისცემას.საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,
შალვა ნათელაშვილი











კომენტარები