აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული განიარაღება და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება იყო.
სამი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.
სამმხრივ მოლაპარაკებებამდე დონალდ ტრამპმა ცალკეული შეხვედრები გამართა როგორც ვლადიმერ პუტინთან, ისე სი ძინპინთან.











კომენტარები