• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ევა გოცირიძე შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:32 11-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
45

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ბათუმში, “საკონსტიტუციო სასამართლოში”, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში.

იცით, ისტორიულად, როდის და საიდან იყო ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში? – ეს იყო მაშინ, როცა სიციალიაში დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მაფიასთან, რომელსაც სათავეში ედგნენ გენერალი დელლა კიეზა, ბორსელინო და ფალკონე და ასევე ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც მუდმივად მწერს წერილებს ახლაც ციხეში, პალერმოს მაშინდელი მერი, ლეოლუკა ორლანდო.

სწორედ ლეოლუკა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ოპოზიციაში როცა ვიყავი, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში, ჩემს მხარდასაჭერად, შეხვედრებზე დამყვებოდა ვაკის რაიონში.

ის იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც დავუპირისპირდით ორგანიზებულ დანაშაულს საქართველოში. ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლას შეეწირნენ ფალკონე და ბორსელინო, ხოლო ორლანდო გადარჩა და ახლა ევროპარლამენტის დეპუტატია.

ხოდა დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი “შეცდომებზე” და “გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ.

რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ის შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ იწერება ახლა საჩივრები სტრასბურგში ციხეებიდან, ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ. ახლა თვითონ ქოცებმაც აღიარეს, რომ ციხეს ისევ ძველებურად აკონტროლებენ ორგანიზებული კრიმინალები. მათ მიერ სტრასბურგში სარჩელების დაწერა უმკაცრესად ისჯება.

რატომღაც ყველამ უცებ მიივიწყა ის ორი პატიმარი, რომელიც საკანში მოკლეს კრიმინალებმა და ორივე “თვითმკვლელობად” გააფორმა ადმინისტრაციამ – ერთი ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდაო და მეორემ “ტუალეტში თავი ჩამოიხრჩოო” და ვითომ არაფერი.

მინდა გაგახსენოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ციხეში კრიმინალები ხმამაღლა სკანდირებნდენ “ბიძო მოვიდა, ჩვენი დრო დაბრუნდა”.

ასევე მინდა დავწერო, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის გამოსვლები ბათუმში კარგია და რა თქმა უნდა, მაღალი აზრის ვარ უერთგულეს ლევან ბეჟაშვილზე და ანი წითლიძეზე, მათ მთელი რიგი სწორი მიგნებები ჰქონდათ და საერთოდ კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ვინაიდან პროცესი ჩემს მმართველობას ეხება, მეც მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები და ვერავინ ამიკრძალავს მათ გამოხატვას.“

თეგები: ევა გოცირიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში
ახალი ამბები

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა – კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

12:46 11-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved