• რეკლამა
  • კონტაქტი
11:44, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება

ალია ავტორი - ალია
11:10 11-16-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.

„არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია ახალი დარტყმებისთვის მზადების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე კვლავ ძალიან სერიოზულია.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის ტაქტიკაზე, რომელიც უკრაინის კონკრეტულ რეგიონზე დარტყმებზე კონცენტრირებას გულისხმობს.

„რუსები სპეციალურ სამიზნედ ერთ რეგიონს ირჩევენ და რამდენიმე დღის განმავლობაში ამ რეგიონის წინააღმდეგ დარტყმებზე – ყველაფერზე, ქსელებზე, ქვესადგურებზე – კონცენტრირდებიან”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისიდან ყველაზე მეტი – 131 დარტყმა – დნიპროს რეგიონში დაფიქსირდა, 125 – კიევის რეგიონში, ასზე მეტი -. ჟიტომირის და სუმის რეგიონებში და შესაბამისად, სწორედ იქ დგანან ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე ენერგეტიკის სექტორი, კომუნალური მომსახურება და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი შეაჩერა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატოისგან ჩაიბარა ანგარიში უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” შესახებ.

“პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ შედეგებს. საერთო ჯამში, უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 55%-ზე მეტი. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია რუსეთის მიერ დეესკალაციაზე უარის თქმასა და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დრონების წარმოების გაზრდის მიზნით.

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი და ფრონტზე გამოყენება ამჟამად ეფექტურია. ოქტომბერში 50 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. ანალოგიურად მაღალი მაჩვენებელი უნდა დაფიქსირდეს ნოემბერში. ჩვენს ჯარებს შეუძლიათ ხაზის შენარჩუნება და ამისთვის მადლიერი ვარ მათი. ჩვენმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ და მხარი დაუჭირონ მათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved