მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მორიგი მარცხი ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სრული კრახი არის აბსოლუტურად კანონზომიერი. ჩვენ გვყავს ფეხბურთელების ბრწყინვალე თაობა, რომელიც პირდაპირი შედეგია ჩემი პრეზიდენტობის დროს ფეხბურთის ფედერაციაშია კორუფციის აღმოფხვრის. ხოლო ბოლო წლების სამარცხვინო თამაში არის ერთის მხრივ დიდი კორუფციის საფეხბურთო სფეროში და მეორეს მხრივ ნაკრების ბევრი წევრის პოლიტიზაციის. მარტო ქოცების რეკლამაში გადაღება და ქოცური ბიზნესების წილებში რამდენიმე ნაკრების ფეხბურთელის ჩასმა რად ღირს.
ესაა შედეგი იმისაც, რომ საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემი ჩათვლით. მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას.
როგორ არ გავიხსენო, რომ შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფს, ამსტერდამში შოთა არველაძე ღიად მმასპინძლობდა ხოლო ლეგენდარული რამაზ შენგელია და ვოვა გუცაევი თბილისის ეზოებში დამყვებოდნენ, ადგილობრივ ბავშვებთან ფეხბურთის სათამაშოდ, მაშინ როცა კორუმპირებულ რეჟიმს ვებრძოდით. ამ ფეხბურთელებს ჰქონდათ მოქალაქეობრივი პოზიცია და არ ეშინოდათ მისი ღიად გამოთქმის. ჩვენ დავასრულებთ უსამართლობას და აღვადგენთ ქართული ფეხბურთის დიდებას!“











კომენტარები