აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც გაათავისუფლებენ.
„მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. ძალიან მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან.
იმედი მაქვს, ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მე ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა.
მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.











კომენტარები