საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისას ერთი მარტივი ჭეშმარიტება არსებობს: ამ ეტაპზე, რუსეთი ისეთ რამეს არ დასთანხმდება, რაც მას გამარჯვებას არ გაუფორმებს, ხოლო უკრაინა ისეთ პირობას ვერ მიიღებს, რაც მას დამარცხებულად და, შემდგომ, უფრო მარტივ სამიზნედ და ლუკმად აქცევს.
ამიტომ გრძელდება ომი მანამ, სანამ ისეთი ვითარება არ შეიქმნება, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეს ექნება თავისთვის უფრო სასარგებლო დღის წესრიგის დადგენისა და პირობების კარნახის ბერკეტი. ეს შეიძლება გამოფიტვას ან შიდა დესტაბილიზაციას გულისხმობდეს, ან დახმარების შეწყვეტას ან ტოტალურ ენერგო კრიზისს და ასე შემდეგ.
ზოგადად, ომები მთავრდება კაპიტულაციით, სტატუს-კვოთი ან კომპრომისით – ოღონდ ერთი მხრიდან მეტი დათმობით, ვიდრე მეორისგან. დღესდღეობით მსგავსი მოცემულობა არ ჩანს. შეიძლება ერთი, სამი ან ექვსი თვის შემდეგ დადგეს (ან არ დადგეს), მაგრამ ახლა არ დგას.











კომენტარები