• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ახალი ეკლესია. ბიძინამაც ვერ გაიგო ეს ჯერ” – ლევან სუთიძე

ალია ავტორი - ალია
21:32 11-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

არ არის საჭირო ეს ფანტაზიორობა და ჰაერში ქსოვა. რამდენიმე კვირის წინ ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა წარმოთქვა ქადაგება იოსებ კათალიკოსზე, აქ არის ციტატა:

“როდესაც იოსებ კათალიკოსი გადააყენეს კათალიკოს-პატრიარქის ტახტიდან, მან ეს მორჩილებით მიიღო” – ეს არის თქვა აქ:

“დღეს ჩვენ ვიხსენებთ იოსებ კათალიკოსს, რომელიც იყო ბავშვობიდან შეწირული უფლისადმი, ნამდვილად უწმინდესი ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მან კამათი ან თავის მართლება კი არ დაიწყო, როდესაც ის გადააყენეს კათალიკოს-პატრიარქის ტახტიდან, არამედ მან მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მოგვიანებით იგი ისევ მღვდელმთავრად დანიშნეს იმავე ეპარქიაში, სადაც მანამდე იყო დადგენილი, თუმცა მან ამაზეც უარი თქვა. კამათი და შფოთი რომ არ შექმნილიყო ეკლესიაში, მშვიდად წავიდა, მეტიც, უბრალო ბერად წავიდა და განმარტოვდა”.

რატომ არის ეს საგულისხმო:

მიტროპოლიტი იობი გახლდათ საპატრიარქო კანდიდატი. ძლიერი. მიიღო 9 ხმა. მეუგე გრიგოლმა მიიღო 7 ხმა. გაუქმდა 1.

მეუფე შიომ მიიღო 22 ხმა.

პირველი ტურის შემდეგ გამარჯვებული თითქმის ცნობილი იყო, მაგრამ 17 ხმა მაინც ვერ მიიღო მოქმედმა პატრიარქმა. სუსტი უმრავლესობით გახდა პატრიარქი.

რაც ნიშნავს, რომ ურბნელ მიტროპოლიტს ჰყავს მხარდამჭერები. ძლიერი პოზიცია აქვს.

ილია მეორე აღარ მართავს ეკლესიას, რომელიც ცხრა სინოდზე ავტორიტეტული იყო და შეეძლო ემართა იმპერატორივით.

მაგრამ ახლა მართავს კათალიკოზი შიო მესამე და მართავს ურთულეს ეპისკოპატს, სადაც ძალაუფლება, კაცმა რომ თქვას, ბუნებრივად არის დაბალანსებული გარდასული პატრიარქის შემდეგ – ამ ეტაპზე მაინც.

მიტროპოლიტი იობის სიტყვებში მრავალმა ამოიკითხა ის სურვილი, რომელიც მას არჩევნების შედეგების გამოცხადებისას თვალებზე ეტყობოდა. ანუ, ბევრმა წაიკითხა ეს ისე, თითქოს მას სურდა პატრუარქის გადაყენება, ან უშვებდა ასეთ შესაძლებლობას.

ბუნებრივია, ეს დიდი ილუზია იქნებოდა მისი მხრიდან.

მყარი პოზიცია კი აქვს, მაგრამ პროცესს ვერ გაჭედავს, უმრავლესობა მაინც მოქმედ პატრიარქს აქვს.

საპატრიარქო ურბნელი მიტროპოლიტის გაბრაზებას ასევე ერიდება და თან წითელ ხაზს ავლებს ბიძინასთან:

ეპისკოპოსის გინება შენი საქმე არ არის, სანამ ეპისკოპოსია.

ეს არის ახალი ეკლესია, მეგობრებო.

ბიძინამაც ვერ გაიგო ეს ჯერ, რომ მარტო პატრიარქთან დალაგება საქმეს არ უშველის. ძალაუფლება ძველებური აღარ არის და ვეღარ იქნება დიდი ხანი, თუ იქნა ძველებური კიდევ ოდესმე.

იმედს ჰგონია რომ მეუფე იობი არის უბრალოდ მეუფე იობი – ამიტომ ატატყანდნენ. ეს ილიას დროს არ ჰქონდათ წონა, თორემ აწი ნახეთ, რაც მეტად გააბრაზებთ, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ ))

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved