კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 9%-ით შემცირდა და ის $69,000-მდე დაეცა.
ვარდნა ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად, ეთერიუმი 13%-ით არის გაუფასურებული და 1,900 დოლარს შეადგენს, ხოლო სხვა მსხვილი აქტივების ფასები საშუალოდ 15%-ით არის შემცირებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სექტორში არსებულმა მერყეობამ, დოლარის გამყარებამ, ინფლაციის მაღალმა მაჩვენებლებმა და ჯენსენ ჰუანგის გადადგომის ფონზე Nvidia-ს ხელმძღვანელობაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ ინვესტორებმა სარისკო პოზიციების შემცირება დაიწყოს, პირველ რიგში – ბიტკოინის.











კომენტარები