ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია:
ალბათ ყველას გვახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ რომ ქვეყნდებოდა რეგიონში კონფლიქტების პერიოდში ავიაფრენების რუკები, სადაც მთელი ნაკადი მიდიოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია იყო ზოგადად ქვეყნისთვის, მისი ცნობადობის და მნიშვნელობის კუთხით, ასევე ფინანსურად – ეს ასობით თვითმფრინავი გადაფრენისთვის ფულს იხდიდა.
თუმცა, ერთ მშვენიერ დილას, ერთი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ცუდ ფეხზე ადგა, და გადაწყვიტა რომ ეს თვითმფრინავები მას კარმას უფუჭებენ – იმიტომ რომ ყველაზე გაცრცელებული მარშრუტი მიდიოდა მის სასახლესთან შორი-ახლოს.
მან უნიკალური რაღაცა გააკეთა – რაც არ გაუკეთებია ალბათ მსოფლიოში არც ერთ დიქტატორს, ბევრად უფრო სადისტურ ავტორიტარულ ლიდერს, ბევრად უფრო ჩაბეტონებულ ტოტალიტარულ რეჟიმებს – ტიპმა უბრალოდ თავისი ხოშის გამო ჩაკეტა საჰაერო სივრცის 2000 კვ.კმ.
არავითარი სერიოზული მიზეზი ამ გაუგონარ თავხედობას არა ჰქონდა. ის არც დრონებისგან იცავდა თავს, და არც პუტინის დავალებას ასრულებდა.
უბრალოდ გადაწყვიტა რომ ამდენი თვითმფრინავი ნერვევს უშლის, და ერთი ხელის მოსმით ჩაკეტა ცა.
მის ირგვლივ მოკალათებულ მსახურებს რა თქმა უნდა უარის თქმა არც უცდიათ. შეასრულეს ხუთიანზე, და მერე ასტროფიზიკას შეტენეს.
საბოლოოდ ამის შედეგი ჩანს ამ რუკაზე – თვითმფრინავების ნაკადი ამჯერად სომხეთის გავლით მიდის.
ეს არის ერთ-ერთი ფაქტი რომელიც ნათლად გვაჩვენებს იმას, რაზეც მე ვღაღადებ უკვე წლები – ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
ნუ ეძებთ არქიპო სეთურის ქცევაში პოლიტიკურ ლოგიკას და პოლიტიკურ მოტივებს.
პოლიტიკა მკვდარია, პირველ რიგში თავად არქიპოს მიერ აგებულ მახინჯ სისტემაში.
2000 კვ.კმ. ცა ჩაკეტა უბრალოდ იმიტომ რომ შეეძლო. იმიტომ რომ ცუდ მიაზმებს უშვებენ თვითმფრინავები.
იმიტომ რომ ბაობაბს ჩაეხუტა და ბაობაბმა უთხრა, რომ ეს ავიანაკადი კარმას აფუჭებს.
ასეა ყველაფერი დანარჩენი. აი აგენტების კანონის მიღება რომ პუტინის მითითება გეგონათ ყველას, ამ დროს შვეიცარიულ ბანკში გაჭედილი ფულის დაბრუნების საშუალება აღმოჩნდა.
ნებისმიერ ნაბიჯში, რომელიც თქვენ მაღალ პოლიტიკასთან დაკავშირებული გგონიათ, 99%-ში დევს მისი პირადი პათოლოგია.
ჩვენ მივეჩვიეთ ამ წყობაში ცხოვრებას, ისინიც კი, ვინც მას ქუჩაში აპროტესტებს. აღქმა დაგვიბლაგვდა და ბოლომდე ვერ ვგრძონთ რამხელა სიმახინჯეღი და აბსურდში ვცოვრობთ.
ეს თუ როდისმე დამთავრება, მთელი ქვეყანა გაწითლდება სირცხვილით. ხალხი მივა სარკეებთან და საკუთარ თავს ჰქითხავს – “ეს რა იყო? ეს როგორ დაუშვით? ამას როგორ ვითმენდით ამდენი ხანი?”.
სატრანზიტო ავიანაკადის გადამისამართება არქიპოს კარმაზე ზრუნვის გამო – ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია იმის, თუ რამდენ ეკონომიკურ საშუალებას ვკარგავთ პირდაპირ დღეს და ახლა.
მთელ ამ დანაკარგებს ჯერ-ჯერობით ფარავს რუსული ფული, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ნაკადიც დასრულდება.
ქოცობის წყალობით საქართველო მინიმუმ 3 წელია, რეალურად კი ბევრად მეტი, მოძრაობს დინების წინააღდეგ.
ამ ეტაპზე არქიპოს საოცრად უმართლებს – ჯერ პანდემია, მერე ომი – ამ 2 მოვლენამ მთლიანად გადაფარა მისი ავადმყოფური პოლიტიკის შესაძლო შედეგები.
მაგრამ იღბალი არაა მარადიული. სადღაც, რომელიღაც ეტაპზე ამდენწლიანი ფურთხება ქარის წინააღდმეგ ბოლოს და ბოლოს თავის შედეგს მოიტანს.
რომ არ გვახსოვს ისეთი ეკონომიკურ კოლაფსი იქნება – დღეს თუ არა ხვალ.
სწორედ მაშინ დაიწყება დღეს არსებული სიმახინჯის ცვლილება.












კომენტარები