საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, პასუხობს ქართული ოცნების წევრებსა თუ მომხრეებს, რომლებიც მეუფე იობს აუგად მხოლოდ იმიტომ იხსენიებენ, რომ მან ქართული ოცნება გააკრიტიკა და წერს:
მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.
აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე.











კომენტარები