თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები.
ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცს ვალი ჰქონდა აღებული, რის გადახდაც ვერ შეძლო. ამის გამო, მან ცინცაძის ქუჩაზე არსებული ბინა დაკარგა.
უძრავი ქონების მესაკუთრე ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე სოსო სუჯაშვილი გახდნენ. მათ ყოფილ მფლობელს ბინის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა.
ოფიციალურად, სადავო უძრავი ქონება ბოლო 8 წლის განმავლობაში ნანა ფირანიშვილის სახელზე ფიქსირდება. ამ ხნის განმავლობაში ცოლ-ქმარი ყოფილი მეპატრონის ბინიდან ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი იძულებით გასახლებას ითხოვდა.
„რვა წელი სთხოვდნენ ბინა დაეცალა… ვერ მორიგდნენ და ცოლ-ქმარი ამიტომ მოკლა” – ამბობს ოჯახის ახლობელი.
მოთხოვნა ყოფილი მეპატრონის გაღიზიანებას იწვევდა, 11 ნოემბერს კი ის ცოლ-ქმარს სახლის სადარბაზოსთან დახვდა და ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.











კომენტარები