სანქტ-პეტერბურგში, პუშკინის რაიონში, ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, დისტანციურად აამოქმედეს.
რუსული ტელეგრამარხების ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა.
შემთხვევის დეტალებს სამართალდამცველები იძიებენ.











კომენტარები