მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი გაძევების შესახებ:
პარტიების აკრძალვის საქმეზე ჩემი საქმის განხილვიდან ჩამოშორების/გაძევების გადაწყვეტილება მიიღო სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ერთპიროვნულად, მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
მის ამ ტექსტშიც (იხ.კომენტარებშია მითითებული), სადაც ამბობს, რომ “სასამართლო არასდროს აპატიებს,” ნათლად ჩანს რომ ეს არის მისი პირადი შურისძიება და არა სასამართლოს როგორც კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება. არ არის კორექტული როცა ის სასამართლოს სახელით საუბრობს და პირად დამოკიდებულებას სასამართლოს ახვევს თავს.
მოსამართლე, მხარის წარმომადგენელს არ უნდა მოეპყრას როგორც გაბრაზებული პირი და შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს. რევაზ ნადარაიამ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის სასამართლო, მათ შორის არც საქმის განხილვის სხდომაზე.
ამასთან, ისიც უნდა იცოდეს, რომ პირადი შურისძიება მოსამართლის მხრიდან უტოლდება “მანტიაშემოცლილი” პირის მოქმედებას, რომელიც მხარეს/წარმომადგენელს უზღუდავს სამართლიან განხილვაზე ხელმისაწვდომობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს – რევაზ ნადარაიას მინდა ვუთხრა, რომ მოსამართლე მაშინაა, როცა ის ამაღლდება პირად გაბრაზებაზე, პირად შურისძიებაზე და სამართლიანი სასამართლოს/არბიტრის როლში ჩადგება, ამასთან, გაძევების დამუქრებით მხარეთა დაშინებას არ დაიწყებს.
გაბრაზებული პირის პოზიციიდან კი არ უნდა დაიწყოს ჩემი საფუძვლებს მოკლებული დახასიათება, არამედ, განსახილველი საქმის მნიშვნელობიდან, ჩემი სამართლიანი შენიშვნებიდან, სამართლიანი სასამართლოს უფლების და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვიდან უნდა გამოვიდეს, თუ ამის შანსი კვლავ მიეცემა.“











კომენტარები