• რეკლამა
  • კონტაქტი
19:08, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
18:51 11-11-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში თიბისის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham Georgia) და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შუა კორიდორის შესახებ კვლევა გააცნო.
საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს.
ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.
ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026
წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო
გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის
შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების
განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved