TV პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მწერალთა სახლის დირექტორისა და ქართული ოცნების დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს ნოდარ მაჭარაშვილს პოლიცია ეძებს. ტელეკომპანიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ერეკლე დეისაძის საღამოზე მაჭარაშვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს თავს დაესხა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე: “თქვენ შვილზე ძებნა არის გამოცხადებული და პოლიცია იყო ჩხრეკაზე თქვენთან სახლში?” დუმბაძემ უპასუხა: “არა, დღეს არ ვიცი, სამსახურში ვარ ახლა, ჯერ არ მოსულან, არ ვიცი, საღამოს…”.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე – “რა მოხდა შაბათს ტაბიძის ქუჩაზე გაქვთ ინფორმაცია, რატომ მიაყენა დაზიანება კინოპროდიუსერს?” დუმბაძემ თქვა: “ვინ ბრძანდებით, რა ჩხრეკა, რაზეა საუბარი, არ ვიცი”.











კომენტარები