ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,მეუფე იობის ქადაგების კომენტატორთა უმეტესობა „იმედს იტოვებს“, რომ ახლა მაინც გამოფხიზლდება ტყუილში მცხოვრები მრევლისა და სასულიერო პირების უმეტესობა.
პირველი – სასულიერო პირების უმეტესობას გამოსაფხიზლებელი არაფერი სჭირს. მათ გადასარევად იციან, რა გზა აირჩიეს. მანდ მე პეტრეს ვერ ვხედავ – მამლის ყივილამდე სამჯერ რომ უარყოფს ქრისტეს, შემდეგ კი თავად იქცევა ეკლესიის ერთ-ერთ საძირკვლად. მათ შეგნებული არჩევანი აქვთ გაკეთებული, დიახაც, რუსეთის სასარგებლოდ და ამისთვის დიდ გასამრჯელოსაც იღებენ. თითოეულმა მათგანმა გადასარევად იცის, რას და ვის ემსახურება.
ასე რომ, ამ კასტისგან, რომლის სათავეშიც საპატრიარქო და ეგზარქოს-ვასალი დგანან, მხოლოდ ერთ რამეს ველოდები – მეუფე იობის მარგინალიზებას ან, უკეთეს შემთხვევაში, მის სრულ იგნორირებას.
რატომ?
იმიტომ, რომ რასაც მეუფე იობი ქადაგებს, იმას წლებია ვამბობთ ისინი, ვინც ეკლესიის მტრებად შეგვრაცხეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახლა ეს სიტყვები ეკლესიის იერარქისგან გაისმა.
მეორე – მრევლი „გამოიღვიძებს“?კარგით, რა! აქ კომენტარიც ზედმეტია. მრევლის უმეტესობას მხოლოდ საკუთარი კუჭი აწუხებს, ქრისტესა და მის სწავლებაზე კი დაახლოებით იმდენი იციან, რამდენიც მე – ჩინური ენა. ჰო, კუჭი – შიმშილი თუ შეაწუხებთ, მაშინ შესაძლოა, კნავილი გავიგოთ.“











კომენტარები